ფეხთბანვა შესრულდება ასევე ყველა სამეუფო წირვაზე.
დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხება ადგილები იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა საღამოს დაიწყება.
ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.
