მიტროპოლიტი სერაფიმე, რომელმაც ეპარქია ახლახანს დატოვა, ერთ-ერთ მონასტერში იმყოფება
26.04.2016
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმთავარი მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა, რომელმაც ეპარქია ახლახანს დატოვა, ერთ-ერთ მონასტერში იმყოფება.
როგორც ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში აცხადებენ, მეუფე სერაფიმემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თხოვნით მიმართა პატრიარქს, დაეტოვებინა ეპარქია და უწმინდესმა იგი დააკმაყოფილა.
მიტროპოლიტ სერაფიმეს საკითხზე სავარაუდოდ წმინდა სინოდის მორიგ სხდომაზე იმსჯელებენ და საპატრიარქო განცხადებას გაავრცელებს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, სერაფიმე ჯოჯუამ ეპარქია დატოვა. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველობას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე დროებით შეითავსებს.
წყარო:
http://www.interpressnews.ge/