ილია მეორე: "ჩვენ ისტორიაში არის დღეები, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია. სწორედ ასეთია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება"
ილია მეორე: "ჩვენ ისტორიაში არის დღეები, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია. სწორედ ასეთია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება"
საქართველოს ავტოკეფალია გახდა ის საფუძველი, რაზეც აშენდა ჩვენი კულტურა, ლიტერატურა და ისტორია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის საკათედრო ტაძარში, ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

პატრიარქმა პარაკლისის დაწყებამდე მრევლს და ტაძარში შეკრებილებს ვრცელი ქადგებით მიმართა და ავტოკეფალიის აღდგენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენ ისტორიაში არის დღეები, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია. სწორედ ასეთია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება", - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

უწმინდესის თქმით, ანტიოქიის ეკლესიის კრებამ თავისუფლება და ავტოკეფალია საქართველოსა და კვიპროსის ეკლესიებს მიანიჭა და ეს ფაქტი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს საქართველოს ავტოკეფალიას.

"საქართველოს ავტოკეფალია გახდა ის საფუძველი, რაზეც აშენდა ჩვენი კულტურა, ლიტერატურა, ისტორია. მეხუთე საუკენე გახდა ის საუკუნე, როდესაც ვახტანგ გორგასალმა ანტიოქიის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქართველოში პირველ კათოლიკოსად პეტრე დაადგინა. ანტიოქიის პირველი პატრიარქი იყო პეტრე და ასევე საქართველოს პირველი კათოლიკოსი იყო პეტრე. ავტოკეფალია იყო ის საფუძველი, რომელზეც საქართველოს ეკლესიის ისტორიაა დაფუძნებული, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიამ განაპირობა საქართველოს მომავალი. რა თქმა უნდა, ეს უცბად არ დამტკიცდა", - განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, წესად იყო დადგენილი, რომ მირონი დედაეკლესიას, ე.ი ანტიოქიას უნდა ეკურთხა. პატრიარქის თქმით, შედგა კრება, რომელმაც დაადგინა, რომ მირონი საქართველოში უნდა კურთხეულიყო. საუბრისას უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ XI საუკენეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს პატრიარქის წოდება მიენიჭა.

"ეს გრძელდებოდა 1801 წლამდე. შემდეგ საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა შეწყდა. ამ დროს კათოლიკოს პატრიარქი გიორგი XII-ის ძმა ანტონ II იყო. მან ათი წელი კიდევ გაუძლო და 1811 წელს ანტონ II რუსეთში გაიწვიეს. თითქოს დიდი პატივი მიანიჭეს მას და შეიყვანეს რუსეთის წმინდა სინოდში, სინამდვილეში ეს იყო ავტოკეფალიის გაუქმების აქტი. არის აღწერილი როგორ ემშვიდობებოდა ანტონ II სვეტიცხოველს. ის გრძნობდა, რომ მას აღარ ეღირსებოდა დაბრუნება საქართველოში. შემდეგ გადაიყვანეს ნიჟნი-ნოვგოროდში და 16 წელი იქ იცხოვრა და გარდაიცვალა. ტაძარი, სადაც იყო დასაფლავებული ანტონ II აღარ არსებობს", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, იგი როდესაც იმყოფებოდა აფხაზეთში მთავარეპისკოპოსად, მაშინდელ ხელისუფლებას მისწერა ანტონ II-ის საფლავის შესახებ, თუმცა პასუხა მიიღო, რომ კომუნისტების მიერ აღარ არსებობდა ის ტაძარი და შესაბამისად არც საფლავი.

"ჩვენ მაინც უნდა მოვძებნოთ მისი საფლავი. შეიძლება იგი იყო გადასვენებული სხვა ტაძარში, ასე რომ ეს მკვლევარების გამოსაძიებელია", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიამქმა.

უწმინდესის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შემდეგ 19 ეგზარქოსი მართავდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო ქართველი, დანარჩენი კი რუსი ეროვნების. პატრიარქმა საუბრისას აღნიშნა, რომ ეგზარქოსების დროს არასდროს არ შეწყვეტილა სურვილი აღდგენილიყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. პატრიარქის თქმით, 1917 წელს დიდმა სასულიერო მოღვაწებმა ლეონიდემ, კალისტრატემ, ამბროსი ხელაიამ მოაწყვეს კრება და აღადგინეს საქართველოს ავტოკეფალია.

პატრიარქმა საუბრისას დასძინა, რომ დღევანდელ პარაკლისზე მოიხსენებიენ იმ პირებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენაში.

"სირთულეები ძალიან ბევრი იყო. თითქმის არც ერთმა ეკლესიამ არ ცნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და ეს გრძელდებოდა 1990 წლამდე. 25 წლის წინ ჩვენ გვქონდა ინტენსიური მოლაპარაკება მსოფლიო პატრიარქთან. ეკლესიას ავტოკეფალიას და პატრიარქის წოდებას კონსტანტინეპოლის პატრიარქი ანიჭებს", - განაცხადა პატრიარქმა.

მისი თქმით, მათ რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ როგორც კონსტანტინეპოლში, ისე თბილისში და ბოლოს მივიდნენ იმ შეთანხმებამდე, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქს უნდა ეცნო ეღიარებინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძველი ავტოკეფალია. უწმინდესის თქმით, მოლაპარაკება თითქმის ჩაშლილი იყო, საქართველოს პატრიარქი მოსკოვში გაემგზავრა, თვითმფრინავიდან კი პატრიარქს დაურეკა და შეატყობინა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტყოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ.

"გადაწყდა რომ მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს იქნებოდა გადმოცემული სათანადო სიგელები და ჩვენ გავემგზავრეთ კონსტანტინეპოლში და მივიღეთ ეს სიგელები. ასეთი რთული გზა განვლო ჩვენმა ეკლესიამ", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა შესთხოვა უფალს, აკურთხოს ერი და ეკლესია მშვიდობით.

"დიდება და მადლობა უფალს, დიდება იმ ადამიანებს, რომლებიც შრომობდნენ და თავი დადეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის", - ბრძანა უწმინდესმა.

სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისს მთავრობის წევრები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დედაქალაქის მერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრნენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat