მეუფე დიმიტრი 2011 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა და ოთხნახევარი წელი იყო მისი სხეული მიწის ქვეშ, საფლავის გათხრისას კი ისე გამოიყურებოდა, თითქოს გუშინ დაასაფლავეს - წერია სტატიაში, რომელიც ჟურნალმა The American Conservative გამოაქვეყნა.
ვინც მეუფეს იცნობდა, არც გაკვირვებია ეს ამბავი - აღნიშნავს სტატიის ავტორი როდ დრეხერი, რომელიც მეუფის წყალობით კათოლიციზმიდან მართლმადიდებლობაზე მოექცა.
როდი ერთ ასეთ ამბავსაც იხსენებს: მიტევების კვირა იდგა. ამ დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში მრევლი და მღვდალმსახურნი ერთმანეთს შენდობას სთხოვენ. ჭაღარა არქიეპისკოპოსმა ჩვენი 3 წლის გოგნას, ნორას წინაშე მეტანია გააკეთა და პატიება სთხოვა მას. მე სუნთქვა შემეკრა. ნორა, რა თქმა უნდა, ვერაფერს ხვდებოდა. მეუფე იოანე წმინდა ადამიანი იყო.
