ქართულ ბაზარზე ნატურალური, ქართული, ოჯახური ჩირისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელი ახალი კომპანია "სკიჯი" გამოჩნდა.
როგორც კოპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა დარეჯან ბერძენიშვილმა განაცხადა, საწარმო 5000 ლარით სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმის ხელშემწყობი პროექტით დაფინანსდა.
ბერძენიშვილის თქმით, "სკიჯის" მიერ წარმოებული პროდუქცია 100 %-ით ნატურალურია. "ის, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მოყვანილი და სოფლის მოსახლეობისგან ნაყიდი უწამლი ხილითაა დამზადებული. გამშრალია სპეციალურ აპარატში, მწერებისაგან და მტვრისაგან დაცულად", – განმარტა საწარმოს დირექტორმა.
მისივე თქმით, საწარმოს მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი, ნატურალური ნედლეულის ათვისებას და ბაზარზე ქართული, ჯანსაღი პროდუქტის დამკვიდრებას.

როგორც დარეჯან ბერძენიშვილმა აღნიშნა, კივის, ვაშლის, მანდარინისა და ხურმის ჩირი, თხილის, ნიგვზისა და ქიშმიშის ჩურჩხელები, ქოქოსსა და გატარებულ ნიგოზში ამოვლებული ტყლაპები – ეს იმ პროდუქციის ჩამონათვალია, რომლის დამზადებას და რეალიზებასაც საწარმო დღესდღეობით ახერხებს. თუმცა, კომპანია სამომავლოდ გაფართოებასა და ასორტიტემტის გაზრდას გეგმავს.
"სკიჯი" შეგიძლიათ შეიძინოთ ამ მაღაზიებში:
თბილისი - "ყველის სახლი" ყაზბეგის გამზირი 20ა;
მაღაზია "საიათნოვა" - სამღებროს ქ.5;
მაღაზია "ქართული კალათა" - კოტე აფხაზის (ლესელიძე) 33; ამავე ქუჩაზე მდებარე ტურისტებისთვის განკუთვნილ მაღაზიებში;
მაღაზია "არისტეუსი" - პუშკინის 19; ქართული ხორბლის პურის მაღაზია "მზეთამზე" ფალიაშვილის 47 ა.

ოჯახური ჩირისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელი საწარმო გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარეობს და მასში 3 ადამიანია დასაქმებული.