ენით აუწერელია დანაკლისი, რომელიც ქართულმა კულტურამ, მწერლობამ, საქართველოს წიგნიერმა საზოგადოებამ განიცადა ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალებით
ენით აუწერელია დანაკლისი, რომელიც ქართულმა კულტურამ, მწერლობამ, საქართველოს წიგნიერმა საზოგადოებამ განიცადა ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალებით
ენით აუწერელია დანაკლისი, რომელიც ქართულმა კულტურამ, მწერლობამ, საქართველოს წიგნიერმა საზოგადოებამ განიცადა ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალებით. მან თავისი ჩუმი, უხმაურო შრომით მთელი ეპოქა შექმნა ფილოსოფიური, საღვთისმეტყველო თუ ლიტერატურული თარგმანებისა და ქართველი მკითხველი აზიარა მსოფლიოს არაერთი გენიოსის შემოქმედებას.
"კარიბჭე" უსამძიმრებს სრულიად საქართველოს, ბატონი ბაჩანას ოჯახს. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!


აქვე გთავაზობთ მის მოკლე ბიოგრაფიას:
დაიბადა 1936 წლის 11 თებერვალს, ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში. 1954 წელს, ოქროს მედლით დაამთავრა სოფელ სხვავის საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1960 წელს. 1962-66 წლებში სწავლობდა დაუსწრებელ ასპირანტურაში ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით.

1961-66 წლებში, თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტია, 1973-1994 წლებში, საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის მხატვრული თარგმანისა და "რუსთაველის ბიბლიოთეკის" რედაქციის გამგეა. 1994 წლიდან 1997 წლამდე არის საგამომცემლო ცენტრ "ხომლის" ქვესაწარმო "მთარგმნელის" სამხატვრო საბჭოს წევრი, 1997 წლიდან 2000 წლამდე კი ამავე საბჭოს თავმჯდომარეა. 2001 წლიდან 2006 წლამდე ბაჩანა ბრეგვაძე აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ თანამშრომელია. 1999 წლიდან კი ფილოსოფიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.

1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "ბლეზ პასკალი", 1996 წელს — სადოქტორო დისერტაცია თემაზე — "პლატონის ნატურფილოსოფია". მთარგმნელობოთი და სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად, სხვადასხვა დროს, კითხულობდა ლექციებს თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე. 2013 წელს ბაჩანა ბრეგვაძე არჩეულია საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად.

1973 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ფილოსოფიური, ფილოლოგიური შრომებისა და მსოფლიოს ფილოსოფიური, რელიგიური, ესთეტიკური სოციოლოგიური, ისტორიული თუ ლიტერატურული კლასიკის შედევრთა თარგმანების ათეულობით წიგნი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, დედნების ენიდან არის შესრულებული.

ბაჩანა ბრეგვაძე თარგმნიდა ძველი ბერძნული, ლათინური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, პორტუგალიური, რუსული ენებიდან. მის მიერ შესრულებული და გამოქვეყნებული ძირითადი შრომების გარდა დაბეჭდილი აქვს 70-მდე ნაშრომი: პლატონის, დანტეს, არისტოტელეს, ევრიპიდეს, ჰერაკლიტე ეფესელის, მარკუს ტულიუს ციცერონის, ჯეიმზ დარმსტეტერის, ანატოლ ფრანსის, ლაროშფუკოს, ლუიჯი პირანდელოს, მიშელ მონტენის, ანრი ბერგსონის, ნიკოლოზ ლოსკის, ლაბრიუიერის, ალბერტ შტეკლის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის, სვამი ვივეკანანდას, მორის რეინალის, შარლ დილის, ნიკოლოზ ბერდიაევის, ემილ ჟებარის, პიერ ტეიარ დე შარდენის, ვერნერ ჰაიზენბერგის თხზულებათა თარგმანები, იტალიური და ესპანური ზღაპრების თარგმანები, წერილები, ესსეები, ლიტერატურის და ესთეტიკის საკითხებზე.

დაჯილდოებულია ღირსების ორი ორდენით (1995 და 2005წ.) სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, საბას (ორგზის), და დავით აღმაშენებლის პრემიები.

ბაჩანა ბრეგვაძის მერ გამოქვეყნებული ძირითადი შრომების სია:

პლატონის დიალოგები, თარგმ.ძველი ბერძნულიდან,წინასიტყვაობებითა და კომენტარებით (გამოცემულია სახვადასხვა დროს) : "ნადიმი"- 1964, "ფედონი" - 1966, "იონი, დიდი ჰიპია, მენონი" -1972, "ტიმეოსი" - 1994, "ადრეული დიალოგები" - 1997, "პარმენიდე" - 2002, "სახელმწიფო" - 2003.
ფსევდო-ლონგინე, "ამაღლებულისათვის", .თარგმანი ძველი ბერძნულიდან. წინასიტყვაობა, კომენტარები - 1972.
ბლეზ პასკალი, "აზრები", თარგმანი ფრანგულიდან. წინასიტყვაობა, კომენტარები - 1981.
მარკუს ავრელიუსი, "ფიქრები". თარგმანი ძველი ბერძნულიდან. წინასიტყვაობა და კომენტარები - 1981.
"ახალი აღთქმა" (ბიბლია), თარგმანი ძველი ბერძნულიდან. 1975 -1989. გამოიცა 1989, 2009, 2013წწ.
მიგელ დე სერვანტეს საავედრა."დონ კიხოტი", ორტომეული. თარგმანი ესპანურიდან, 1994.
ნეტარი ავგუსტინე, "აღსარებანი", თარგმანი ლათინურიდან. კომენტარები. 1995.
ნიკოლო მაკიაველი, "მთავარი", თარგმანი იტალიურიდან. წინასიტყვაობა, კომენტარები. 1984.
ხოსე ორტეგა ი გასეტი, "მასების ამბოხი". თარგმანი ესპანურიდან, 1993.
პოლ ვალერი, "სულის კრიზისი",თარგმანი ფრანგულიდან, 1993.
ჰენრიკ იბსენი. დრამები. ორტომეული, 1994
ბაჩანა ბრეგვაძე, თხზულებანი. ოთხტომეული - 2011-2012.
ბეჭდვაელფოსტა
16.02. 2016
ლულუ დადიანი
საოცარი ნიჭის და ენერგიის მქონე ადამიანი, უაღრესად თავმდაბალი, დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსთვის.........ნათელში დაემკვიდროს!!!!!!!!
16.02. 2016
მამა იოსებ
ღვაწლმოსილი ადამიანის გარდაცვალება არ არის ტრაგედია. ვინც უსაქმურობა და ფუჭი ცხოვრება ირჩია, ვინც ვერაფერი შეიცნო და სხვებს არ ემსახურა, მისი გარდაცვალება არის ტრაგედია.ხოლო ბატონი ბაჩანას გარდაცვალება, ჩვენთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ კანონზომიერია."ისმაელის (ნოეს, მოსეს...) სიცოცხლის დრო იყო ას ოცდაჩვიდმეტი (ასოცი, ცხრაასი) წელი. აღესრულა და შეერთო თავის ხალხს." აღესრულა ბაჩანა ბრეგვაძე და შეერთო თავის ხალხს, გიორგი მერჩულეს, შოთა რუსთველს და სხვათა...
16.02. 2016
რემი
ღმერთმა ნათელი დაუმკვიდღოს მის სულს! მომხსენებელი არ გამოლეოდეს და მისი საქმის გამგრძელებლები გვიმრავლოს!
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat