საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდი სხდომის ოქმს აქვეყნებს
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდი სხდომის ოქმს აქვეყნებს
საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი სხდომის ოქმს აქვეყნებს. "კარიბჭე" ოქმს უცვლელად გთავაზობთ.

"წმ. სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II. წმინდა სინოდის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავჯდომარის, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება წმიდა და დიდი კრებისთვის მართლმადიდებელ ეკლესიათა მოსამზადებელი სამუშაოების მსვლელობის შესახებ;

2. სხდომამ იმსჯელა წმინდანთა კანონიზაციის თაობაზე და დაადგინეს:
ა) წმინდანთა დასში შეირაცხოს კვართისმიმრქმელ წმ. სიდონიას დედა (I ს.) და ეწოდოს მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს მცხეთას ვნებული და პირველმარტვილი. მისი ხსენება აღინიშნოს წელიწადში ორჯერ,- ვნების შვიდეულის პარასკევს და 1(14) ოქტომბერს. შეიქმნას ხატი და დაიწეროს მსახურება. ელიოზის დის, კვართისმიმრქმელ წმ. სიდონიას ხსენების დღედ განწესდეს 1(14 ოქტომბერი), სვეტიცხოვლობა.
ბ) წმინდანთა დასში შეირაცხოს XIX საუკუნეში სამხრეთ საქართველოში მოღვაწე მღვდელი პეტრე ხმალაძე და ეწოდოს წმ. პეტრე აღმსარებელი. მისი ხსენების დღედ დადგინდეს 1 (14) იანვარი, შეიქმნას ხატი და დაიწეროს მსახურება.
გ) წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენება განისაზღვროს წელიწადში ორჯერ: 20 ივლისს (ახალი სტილით: 02.08), ილიაობის დღესასაწაულზე და 30 აგვისტოს (ახალი სტილით: 12.09), მისი გარდაცვალების დღეს.

3. წმინდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოხსენება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. მან აღინიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის კანონიკური საზღვრები, ჩვენი ეკლესიის საუკუნოვანი ტრადიციის შესაბამისად, განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ 1917 წლის 25 მარტს, როდესაც აღდგა ავტოკეფალია. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ჩატარებული ყველა საეკლესიო კრება იგივე საზღვრებში ცნობდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას და ვცნობთ ჩვენც. ამასთან ამ საზღვრებში ჩვენი წმინდა სინოდის მიერ ეტაპობრივად მიმდინარეობს ისტორიულად არსებული ჩვენი კანონიკიური ეპარქიების გაცოცხლება ტიტულოვანი მღვდელმთავრების სახით. გამოსაცემად მომზადდა თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში არსებული ეკლესია-მონასტრების თითქმის სრული აღწერილობა. უნდა დაჩქარდეს საზღვარგარეთ, ისტორიულად არსებულ ჩვენს ეპარქიებში, ქართული კულტურის ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების აღწერის პროცესიც. წმინდა სინოდმა დაადგინა: დაევალოს მღვდელმთავართ და საქართველოს საპატრიარქოს უმაღლეს სასწავლებლებს, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში ისტორიულად შემავალ ეპარქიებში არსებული ეკლესია-მონასტრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მასალების მომზადება კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე შექმნილი, სამთავრობო და საეკლესიო წარმომადგენელთაგან შემდგარი, ორმხრივი კომისიისთვის.
ა) ეთხოვოს საქართველოს კულტურის სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, სახელმწიფო არქივს, მეცნიერებათა აკადემიას, უნივერსიტეტებს, ინსტიტუტებსა და ცალკეულ მკვლევართაქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ საქმეში.
ბ) ეთხოვოს ხელისუფლებას ორმხრივი კომისიის დროულად ამოქმედებისათვის ზრუნვა.

4. წმ სინოდმა მოისმინა, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარის, რუსთველი მიტროპოლიტი იოანეს (გამრეკელი) წლიური ანგარიში საქართველოს საპატრიარქოს სკოლების 2014-2015 სასწავლო წლის შედეგების შესახებ. ითქვა, რომ გასულ სასწავლო წელს საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა 30-მა მოსწავლემ, ვერცხლის მედალი მიიღო 35-მა, მაღალი შეფასებით (9,5) ატესტატი გაიცა 63 ახალგაზრდაზე. კურსდამთავრებულთაგან 84% გახდა უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტი. მიტროპოლიტმა იოანემ ასევე ისაუბრა საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის 2015 წლის საქმიანობის თაობაზე. წმინდა სინოდმა იმსჯელა ახალი საგნის, - "მე და საზოგადოების", შესახებ და დაადგინა: წარმოდგენილი პროექტი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს და აუცილებელია მისი საჯარო განხილვა, რათა გათვალისწინებული იყოს საზოგადოების და სხვა ტრადიციული რელიგიური ჯგუფების აზრიც.

5. სხდომაზე განიხილეს საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებების დაფინანსების საკითხი. დაადგინეს: სინოდალური კომისიის მიერ ყოველწლიურად მოხდეს სასწავლო დაწესებულებების ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება.

6. წმიდა სინოდმა იმსჯელა მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) შესახებ, რომელიც მუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის იერარქებზე. იგი იყო დაბარებული საქართველოს საპატრიარქოში, მაგრამ არ გამოცხადდა. დაადგინეს: კონსტანტინეპოლის II კრების 26-ე და კართაგენის კრების მე-19 კანონების საფუძველზე, მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) აეკრძალოს მღვდელმოქმედება", - ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.
ბეჭდვაელფოსტა
29.12. 2015
,,წმინდა და დიდი კრება"
აი ეგ "წმინდა და დიდი კრება"(ქვაბ-ავაზაკთა) გამოაჩენს სჯულგანდგომილ იერარქებს. "აღდგომა და ხვალეო"
24.12. 2015
ჩასასწორებელია
შეცდომა გაიპარა (ოქმში), "კონსტანტინეპოლის II კრების 26-ე კანონი" არ არსებობს. მართებულია: "კონსტანტინეპოლის II კრების 6-ე კანონი"
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
გვახსოვდეს ჩვენი მიცვალებულები
ერთ დღეს ერთმანეთს შევხვდებით
ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დადგება დღე, როდესაც გარდავიცვლებით. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანას მოვევლინეთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat