საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
22.12.2015
დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. უცნობია რა საკითხებს განიხილავს წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც 12:00 საათზე დაიწყო. წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს.
წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. სავარაუდოდ, ამ სხდომაზე წლის შეჯამება მოხდება. წმინდა სინოდის განჩინება, სავარუდოდ, დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
წმინდა სინოდის წევრი სხვადასხვა ეპარქიის წინამძღოლი, 50-მდე მღვდელმთავარია.
სხდომის გადაწყვეტილებებს "კარიბჭე" უახლოეს მომავალში გაცნობებთ.