ფილმი "უანგარო მსახურება" საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რუის-ურბნისის ეპარქიაშია გადაღებული და "მთებსა და ზეცას შორის" ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

ჯეიმსის კამერამ დააფიქსირა ულამაზესი ხედები და ლანდშაფტები რუის-ურბნისის მონასტრებიდან. ფილმში გადაღებულია ღვთისმსახურების ფრაგმენტები, აგრეთვე ინტერვიუ რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტთან, მეუფე იობთან და ბერებთან, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას სიყვარულსა და ადამიანებისთვის ლოცვაში ატარებენ.
მაყურებელი ფილმს მარტში იხილავს.
იხილეთ ფილმის თრეილერი: