უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დაწყებული წმინდა მამისთვის განკუთვნილი საბოლოო დასაბრძანებელი, ლუსკუმა უკვე დასრულდა. წმინდა მამა გაბრიელს ახლად მოწყობილ ლუსკუმაში 29 ნოემბერს გადააბრძანებენ. სამთავროს დედათა მონასტერში უწმინდესს ელოდებიან. წირვა დილის 10 საათზე დაიწყება. ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ.




