ილია მეორემ ილჰამ ალიევთან აზერბაიჯანში ქართველი ეპისკოპოსის მსახურებისა და დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსის საკითხები დააყენა
ილია მეორემ ილჰამ ალიევთან აზერბაიჯანში ქართველი ეპისკოპოსის მსახურებისა და დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსის საკითხები დააყენა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე აზერბაიჯანში ქართველი ეპისკოპოსის მსახურებისა და დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსის საკითხები დააყენა.
საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი თანმხლებ პირებთან ერთად მიიღო. შეხვედრის დასაწყისში აზერბაიჯანის პრეზიდენტს პატრიარქმა მიმართა. უწმინდესმა მართლმადიდებელი ეკლესიისა და წმინდა სინოდის სახელით მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ალიევს სტუმრობისათვის და სიხარული გამოთქვა მისი ვიზიტის გამო საქართველოში, კერძოდ საპატრიარქოში სტუმრობისათვის.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ მათ ურთიერთობებს დიდი პერიოდი აქვს. უწმინდესმა დასძინა, რომ მას ახლო ურთიერთობები ჰქონდა ილჰამ ალიევის მამასთან. უწმინდესმა გაიხსენა შეხვედრები ბაქოში და ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ხელმძღვანელის სითბოსა და სტუმართმოყვარეობას. პატრიარქმა დასძინა, რომ ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სხვებისთვის მაგალითია.

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კავკასიაში იყოს მშვიდობა. თქვენ გაქვთ პოლიტიკური მოღვაწეობის ძალიან დიდი გამოცდილება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ხალხები იცხოვრებენ მშვიდობიანად და უზრუნველად. უნდა აღინიშოს, რომ ჩვენს რელიგიებს შორის ურთიერთობები ასევე ძალიან კარგია. ჩვენი ურთიერთობა შეიხთან შუქურ ფაშა ზადესთან ეს ნამდვილად მეგობრულია. ის არაერთხელ იყო საქართველოში და მეც არაერთხელ ვიყავი აზერბაიჯანში. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობდით ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. ჩვენ ვიცავდით ჩვენი ხალხების, კავკასიის ავტორტეტს", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, მუსულმანები საქართველოში ცუდად არ ცხოვრობენ, იმაზე ნაკლებად არა ვიდრე აზერბაიჯანში. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთია, ამიტომ ალბათ ქრისტიანები აზერბაიჯანში მათ მდგომარეობას უნდა გაუთანაბრდნენ. პატრიარქმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ყურადღებისათვის, რომელსაც იგი იჩენს საქართველოს ელჩის და წარმომადგენლების მიმართ.

"რა თქმა უნდა, არის საკითხები რომელიც გადასაწყვეტია. მაგალითად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიას ჰყავს საკუთარი ეპისკოპოსი, სასურველია საქართველოსაც ჰყავდეს თავისი ეპისკოპოსი. დიდი მნიშვნელობა აქვს საგარეჯოში სამონასტრო კომპლექსს, დავით გარეჯის სამინოსტრო კომპლექსის სამი მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება. ეს საკითხი შეიძლება მერე გადაიჭრას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მშვიდობა იყოს კავკასიაში, თუმცა ეს ყოველთვის არ ხდება. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ დარღვეულია აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღდგენილი", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ასევე იმის გამო, რომ კომპანია "სოკარის" მეშვეობით საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიის წარმომადგენელს აქვს უფასო ბუნებრივი აირი.
"ჩვენ ძალიან გაგვიხარდება თუ ჩვენი ურთიერთობები ახალ იმპულსებს შეიძენენ", - დასძინა პატრიარქმა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
გვახსოვდეს ჩვენი მიცვალებულები
ერთ დღეს ერთმანეთს შევხვდებით
ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დადგება დღე, როდესაც გარდავიცვლებით. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანას მოვევლინეთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat