საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
"როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 24 ოქტომბერს ილიას უნივერსიტეტში, სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია და მოეწყო გამოფენა. გამოფენაზე სხვებთან ერთად გამოტანილი იყო ნახატი, თვითმკვლელი ღვთისმშობელი რომელზეც გამოსახულია მიდგომილი (ფეხმძიმე) ღვთისმშობელი საფეთქელზე მიდებული ცეცხლსასროლი იარაღით, რაც უდიდესი მკრეხელობაა.

ამ ფაქტს ჩვენი საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა, თუმცა არიან ისეთი ჯგუფებიც, რომლებიც ამას ამართლებენ და აცხადებენ, რომ მომხდარი გამოხატვის თავისუფლების გამოვლინებაა და არ შეიძლება ხელოვნებას დაუწესდეს საზღვრები, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელი დამოკიდებულებაა.

მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთად მოაზროვნენი ახდენენ დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას და მსგავსი ქმედებებითა და გამონათქვამებით ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას (არ ვგულისხმობთ მხოლოდ მართლმადიდებლებს) ევროპული არჩევანის საწინააღმდეგოდ განაწყობენ.

არადა, იგივე ევროპული კანონმდებლობით გამოხატვის თავისუფლება განუხრელადაა დაკავშირებული პირის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობასთან, თავი შეიკავოს სხვისი უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისაგან, ასევე ისეთი ქმედებებისაგან, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას საზოგადოებრივ სიმშვიდეს.


ამაზე მიუთითებს ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი და სტრასბურგის სასამართლოს არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება.

აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ რელგიური გრძნობების შეურაცხყოფა თუ ღვთის გმობა სისიხლის სამართლის დასჯადი ქმედებაა ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყნაში: მაგ. იტალიაში, მალტაში, გერმანიაში, ავსტრიაში, დანიაში და სხვაგან. ჩვენთან კი ლამის სისტემური ხასიათი მიეცა ასეთი მოვლენების ტირაჟირებას.

საზოგადოებას შევახენებთ, რომ ილიას უნივერსიტეტში მსგავს ფაქტებს ადრეც ჰქონდა ადგილი. მათ შორის, 2010 წლის მაისის თვეშიც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ სასწავლებლის ხელმძღვანელობა იწვევს და ხელს უწყობს არამარტო მორწმუნეთა შეურაცხყოფას, არამედ მათი სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევას.

როგორც ჩანს ამ ინსტიტუტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს პროვოცირება რელიგიური ადამიანებისა და შემდეგ ე.წ. "მეცნიერული დაკვირვებები" მათზე; ისინი იმასაც კი აღარ უწევენ ანგარიშს, რომ აღნიშნული ნახატი სუიციდის პროპაგანდას წარმოადგენს, რომ აღარაფერი ვთქვათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის მისიის სრულ უგულვებელყოფაზე.

მივმართავთ განათლების სამინისტროს, სახალხო დამცველს, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს დააფიქსირონ თავისი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით და ამასთან, მიიღონ ყველა ზომა, ჩვენი საზოგადოების რელიგიური გრძნობების დაცვისა და დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
ჩვენ ჩვენის მხრივ მრევლს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფისაგან," - ნათქვამია განცხადებაში.
ბეჭდვაელფოსტა
06.11. 2015
NANA
ძალიან შეურაცხმყოფელია ის რაც მოხდა ამ ე.წ სასწავლებელში, პასუხი უნდა მოეთხოვოთ, კარგი იქნება თუ სარჩელს აღვძრავთ ჩვენი რელიგიური გრძნობების შეურაცხოფისთვის პასუხი უნდა აგონ .
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
გვახსოვდეს ჩვენი მიცვალებულები
ერთ დღეს ერთმანეთს შევხვდებით
ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დადგება დღე, როდესაც გარდავიცვლებით. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანას მოვევლინეთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat