ილიას უნივერსიტეტში გამართული ექსპოზიციის ფარგლებში ღვთისმშობლის ნახატი გამოფინეს, რომელზეც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იარაღით ხელში თვითმკვლელობის მომენტშია გამოსახული.
ნახატის ავტორია ლია უკლება.
საგულისხმოა, რომ ილიაუნის ფეისბუქის გვერდზეც გამოიტანეს ეს ნახატი, როგორც ხელოვნების "განსაკუთრებული ნიმუში", ეს იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ღონისძიების ორგანიზატორები მიესალმებიან ასეთ გამოხტომებს.
თუმცა სტუდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გააკრიტიკა ამ ნახატის გამოფენა და მისი სასწრაფოდ ჩამოხსნა მოითხოვა. ამჟამად ნახატი ჩამოხსნილია.
მივმართავთ ილიაუნის ხელმძღვანელობას: ლიბერალიზმი და ე.წ. "თავისუფალი აზროვნება" არ ნიშნავს შენი ქვეყნის მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის რელიგიური გრძნობებისა და სიწმინდეთა შეურაცხყოფას!
ასევე მივმართავთ ადამიანის უფლებათა დამცველებს: გთხოვთ, მოახდინოთ დაუყოვნებელი რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე! სასწავლო დაწესებულებაში ასეთი უმსგავსობა დანაშაულია!
აუცილებლად უნდა დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, ვინც პასუხს აგებს ამ ყველაფერზე. ამას ვაცხადებთ ყველა ქრისტიანის სახელით!
როგორც შევიტყვეთ, ლია უკლება კიდევ ბევრგან აპირებს ამ "შედევრის" გამოფენას.
http://www.netgazeti.ge/GE/105/culture/24175/ახლა კი მოგმართავთ თქვენ, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებო! წლების განმავლობაში ვუყურებთ და ვითმენთ ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ უღმერთობის ანტიმართლმადიდებლურ კამპანიას. სტუდენტთა არაერთი თაობა გახდა მათი იდეოლოგიის მსხვერპლი - ათეისტთა სამჭედლოდ იქცა ეს უნივერსიტეტი.
თქვენც მსხვერპლნი ხართ, მეგობრებო!
"თავისუფალი აზროვნება" არ არის უღმერთობა, ათეისტობა, გატყუებენ! და თქვენც იძულებულნი ხართ თავი მოაწონოთ პროფესორ-მასწავლებლებს, ლიბერალურად იაზროვნოთ მათ დასანახად, თორემ გაგკიცხავენ, დაგცინებენ, მოძველებულად მოაზროვნედ მიგიჩნევენ!
არავის აქვს უფლება თქვენს სულში აფათუროს ხელი. განათლება, რომელსაც ეს უნივერსიტეტი უნდა გაძლევდეთ, არ უნდა იყოს შერწყმული ანტიქრისტიანულ ქმედებებთან, თქვენი რექტორატი თავისუფალ აზროვნებად რომ მიიჩნევს. გამოფხიზლდით, მეგობრებო! არ მისცეთ მათ ნება, თქვენი არჩევანი თქვენ მაგივრად გააკეთონ. არავის მისცეთ უფლება, რომ სული ამოგაცალოთ და რწმენის გარეშე დაგტოვოთ!
"კარიბჭის" რედაქცია