სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ყოველთვის მართლმადიდებლობის დაცვასთან იყო გაიგივებული
სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ყოველთვის მართლმადიდებლობის დაცვასთან იყო გაიგივებული
"საქართველოს ილუსტრირებული ისტ­ორიის" მე-14 ტომი "ქრისტიანობა საქართველოში" "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება

რატომ ითვლება საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად და როგორ გავრცელდა ქრისტიანობა საქართველოში? რა სიწმინდეები ინახება ქართულ ტაძრებში, როგორ სწირავდნენ ქართველები­ მათ დასაცავად თავს და რა გზა განვლო მართლმადიდებლობამ ქვეყნის სახელმწიფო­ რელიგიად გამოცხადებიდან დღემდე? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხის ცოდნა, ალბათ, თითოეული ქართველის ვალდებულებაც კია.

მოგეხსენებათ, საქართველო მსოფლ­იოს­­ ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული­ სახელმწიფოა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მაცხოვრის მოციქულების ქადაგებას როგორც ადგილობრივი ქართული ქრონიკები, ასევე ბერძენი და ლათინი საეკლესიო ავტორებიც ადასტურებენ - ეს ის ქვეყანაა, სადაც ქრისტიანობას ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი ქადაგებდნენ, უძველესი ქრისტიანული წყაროები აღმოსავლეთ საქართველოში მოციქულების, ბართლომესა და თადეოზის, ყოფნაზეც მიუთითებენ.
ქრისტიანობის ძირითად რელიგიად გამოცხადების შემდეგ, ქართველებისთვის საუკუნეთა მანძილზე სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა მართლმადიდებლობის დაცვასთან იყო გაიგივებული.

მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ქრისტიანობისათვის თავგანწირვის ისეთი მაგალითი, როდესაც 100 000-მა ადამიანმა სარწმუნოებისთვის წამებულის გვირგვინი დაიდგა - 1226 წელს, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ, ხორეზმ-შაჰის ჯალალ ად-დინის ბრძანება არ შეასრულა­ და ხიდზე პირაღმა დადებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები არ გად­ათელა, რის გამოც 100 000 ქრისტიან ქალსა და კაცს, ბავშვებსა და მოხუცებს თავი მოჰკვეთეს.

ქრისტიანობისთვის მასშტაბური თავგანწირვის ეს ერთადერთი მაგალითი არ გახლავთ - საქართველოში ქრისტიანობის ისტორია მსგავსი ფაქტებით მდიდარია. ქვეყანაში უამრავი ქრისტიანული სიწმინდე ინახებოდა, რომელთა ნაწილი მტერმა გაანადგურა, ნაწილის შენარჩუნება კი, საქართველომ დღემდე სასწაულებრივად მოახერხა.
ქართლის სამეფოს ოფიციალური გაქრისტიანების შემდეგ იმპერატორმა კონსტანტინემ და წმ. ელენემ საქართველოში წმ. ელენეს მიერ მოპოვებული ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი და ფიცარი, რომელზეც ჯვარცმისას იდგა უფალი, ასევე­ სამსჭვალნი და მაცხოვრის ხატი გამოგზავნეს.

საუკუნეების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პირდაპირპროპორციულად ყოველთვის ქვეყნის სარწმუნოებაზე აისახებოდა - მტერი ყოველთვის რელიგიაზე თავდასხმით ცდილობდა საქართველოს ხელში ჩაგდებას, თუმცა სასურველ მიზანს ვერასოდეს აღწევდა. 1811 წელსაც, როდესაც­ სპარსელებისა და ოსმალოების შემოსევების ტალღამ თითქოს გადაიარა, რუსეთის საიმპერატორო კარმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია უკანონოდ გააუქმა, საპატრიარქო მმართველობა მოსპო და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით რუსეთის ეკლესიის სინოდს­ დაუქვემდებარა.
1917 წლის მარტში საქართველოს სამღვდელოებამ ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინა და საპატრიარქო მმართველობა კვლავ შემოიღო. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველ კათოლიკოს-პატრიარქად ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ეპისკოპოსი კირიონი აირჩიეს. 1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

საქართველოში ქრისტიანობის ისტ­ორიის ვრცელ და საინტერესო მასალას გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სერიის "საქართველოს ილუსტრირებული ისტ­ორიის" მე-14 ტომში - ,,ქრისტიანობა საქართველოში" ამოიკითხავთ. მკითხველი­ გაეცნობა მთავარი მოვლენების ვიზუალურ რეკონსტრუქციასა და მნიშვნელოვან ფაქტებს. ცნობილია, რომ რაც უფრო თვალსაჩინოა წიგნში მოთხრობილი ამბავი,­ მისი წაკითხვაც მით უფრო სახალისო და საინტერესოა.
წიგნის სიუჟეტი­ ორიგინალური და ავთენტურია. ილუსტრაციები მოცულობითი, მოზაიკური­ კოლაჟებია, რომლებიც ძველი ფოტოების, ნახატებისა და ისტორიული არქივების მიხედვით არის შედგენილი. რაც მთავარია, წიგნი ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვისაა საინტერესო და ტექსტის წაკითხვის გარეშე, ბავშვიც შეძლებს სიუჟეტის ამოცნობასა და მოვლენების აღქმას.

სერიის მე-14 ტომი "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.

რუსუდან შელია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
გვახსოვდეს ჩვენი მიცვალებულები
ერთ დღეს ერთმანეთს შევხვდებით
ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დადგება დღე, როდესაც გარდავიცვლებით. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანას მოვევლინეთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat