ხატი "დედოფალი" საქართველოში დაბრუნდა
ხატი "დედოფალი" საქართველოში დაბრუნდა
დასრულდა საკვირველმომქმედი ხატის "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელის" მოგზაურობა წმინდა მიწაზე. "დედოფალი" უკვე საქართველოშია. ამ ისტორიული მოგზაურობის შესახებ ვრცელ სტატიას ახლო მომავალში მოგაწვდით. ახლა კი გთავაზობთ ხატის მცველების მოკლე ინფორმაციას:

"უდიდესი მოვლენებით იყო სავსე ეს გზა, გზა რომელიც მართლაც რომ იყო ისტორიული და ძალიან ამაღელვებელი. ვერ წარმოვიდგენდით წინასწარ თუ ასეთი ემოციური და მოვლენებით სავსე იქნებოდა ღვთისმშობლის სტუმრობა იერუსალიმსა და პალესტინაში. მოლოდინი რასაკვირველია დიდი იყო, მაგრამ ზოგჯერ ხდება ისეთი ფაქტებიც, რომელსაც წინასწარ ვერ განჭვრეტ და ეს მხოლოდ ღვთისმშობლისთვისაა ცნობილი. საოცრება იყო "დედოფლის" გამოჩენა იერუსალიმში. ჩასვლიდან მეორე დილასვე, როგორც კი ხატი იერუსალიმის ქუჩებში გამოჩნდა, უამრავი მომლოცველი მოიზიდა.

მაცხოვრის აღდგომის ტაძრის მოედნის გავლას ორმოც წუთზე მეტი მოვანდომეთ იმდენად ბევრი იყო მომლოცველი. განსაცვიფრებელი იყო ის ფაქტიც, რომ მაშინ როდესაც იერუსალიმში ამდენი სიწმინდის მოსალოცადაა ხალხი ჩამოსული, თითქოს ავიწყდებოდათ სად იყვნენ და უმალ "დედოფლისკენ" მოიწევდნენ. მართლაც განსაკუთრებულად დიდი მადლი და სითბო მოდის "დედოფლისგან". დაუვიწყარი იქნება ღვთისმშობლის პირველი სტუმრობა უფლის საფლავზე, როდესაც კუვუკლიის მცველებმა "დედოფალს" დერეფანი გაუკეთეს, მომლოცველები აქეთ-იქით გასწიეს და დიდი თაყვანისცემითა და მოწიწებით შეგვაბრძანებინეს ხატი უფლის საფლავზე. გარკვეული დროით კუვუკლია დაიკეტა სანამ ხატს არ გამოვაბრძანებდით.რაოდენ დიდი მადლი მოდის ხატისგან, რომ პირველსაცე დღეს უკვე დაეტყო იერუსალიმს "დედოფლის" ჩაბრძანება.

სხვადასხვა მონასტრის წინამძღვრები გვიწვევდნენ წირვებზე მათ მონასტრებში და თხოვნით მოგვმართვდნენ, რომ მათთანაც მიბრძანებულიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ასე მიგვიწვიეს წირვაზე ღვთისმშობლის საფლავზეც, სადაც წირვის დროს "დედოფალი" ღვთისმშობლის საფლავზე იყო დაბრძანებული საპატიოდ. ჩვენი განრიგი მეტად რთული იყო, დილა მუდამ გამთენიისას 5 საათზე იწყებოდა და დრე გვიან ღამემდე გრძელდებოდა, ამას ემატებოდა წირვებიც, რომლებიც იქ ხშირად ღამით მიმდინარეობს, ასე მაცხოვრის საფლავზეც სადაც მიბრძანებული იყო წირვის დროს "დედოფალიც". არ დარჩენილა სიწმინდე, რომელსაც დედოფალი არ სტუმრებოდეს. ყველაფერთან ერთად "დედოფლის" მოგზაურობა ბევრი საფრთხის შემცველიც იყო. ახლა ისრაელი კვლავ საომარი სიტუაციის წინაშე დგას, არაერთხელ გამოაცხადეს, რომ ქალაქში ტერორისტები იყვნენ და რამოდენიმე ტერაქტიც მოხდა. ყოველ ღამე თუ დღისით ხდებოდა მკვლელობები.

რამოდენიმე დღე ძველი ქალაქის კარიბჭეები დაკეტილი იყო შემსვლელთათვის. საკმაოდ რთული აღმოჩნდა გამგზავრება პალესტინაშიც სადაც, ნიღბიანი პალესტინელების გარემოცვაში აღმოვჩნდით და მხოლოდ ღვთისმშობლის შეწევნით გამოვაღწიეთ იქედან ცოცხლებმა. მიუხედავად ამ დაძაბული ვითარებისა ყოველი დღე იყო ნაყოფიერი შეხვედრებით სავსეც. ჩვენ გვქონდა შეხვედრა იერუსალიმის პატრიარქთანაც,შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ მოილოცა "დედოფალი" და გზა დაგვილოცა. უამრავი მნიშვნელოვანი რამ მოხდა წმინდა მიწაზე და დედოფალმაც ბევრი სასწაული გვაჩვენა, თუმცა ამ ისტორიებს უფრო მოგვიანებით გიამბობთ. გზა იყო რთული და მძიმე, მაგრამ უმთავრესი მაინც ის მადლია, რომელიც საქართველოში ჩამოგიტანეთ".
ბეჭდვაელფოსტა
21.10. 2015
sopo
Romel eklesiashia dabrdzanebulu
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
გვახსოვდეს ჩვენი მიცვალებულები
ერთ დღეს ერთმანეთს შევხვდებით
ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დადგება დღე, როდესაც გარდავიცვლებით. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანას მოვევლინეთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat