გარდაიცვალა ჟურნალისტი და პუბლიცისტი ნანა გეგია
15.10.2015
გარდაიცვალა ჟურნალისტი და პუბლიცისტი ნანა გეგია.
საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის, საინფორმაციო სააგენტო "ჯეონიუსის", ტელე-რადიო კომპანია "ახალი საქართველოს", რადიო "საქართველოს ხმის" და ვებსტუდია "არტმედიის" შემოქმედებითი კოლექტივი სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
ნანა გეგია დაიბადა ქ. თბილისში, დაამთავრა მოსკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ამასთან, საინფორმაციო სააგენტო "ევრაზია"-ში, ჯერ ჟურნალისტად, შემდეგ კი - დირექტორად. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. ბოლო პერიოდში ტელე-რადიო კომპანია "ახალი საქართველოს" პროგრამებს ხელმძღვანელობდა.
გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, მისი წიგნი "მჯდომარე ანასტასია" ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტის სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით დაიბეჭდა.
ნანა გეგიას ცხედარს ხვალ წმ. იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის რუსულ ეკლესიაში (ლურჯ მონასტერთან) დაასვენებენ, ხოლო შაბათს, 17 ოქტომბერს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.