10 სამაგიდო წიგნის ბოლო ტომი მოსახლეობამ თავად აირჩია
10 სამაგიდო წიგნის ბოლო ტომი მოსახლეობამ თავად აირჩია
იშვიათად ხდება, რომ გამომცემლობამ წიგნის უშუალო დამკვეთად მკითხველი გამოაცხადოს. როგორც წესი, მკითხველი უკვე გაყიდვაში გამოსულ წიგნებს შორის აკეთებს არჩევანს. თუმცა, გამომცემლობა "პალიტრა L"-ი თავის მკითხველს სწორედ იმით ანებივრებს, რომ თავადვე აძლევს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, რომელი წიგნები სურთ ჰქონდეთ. გახმაურებული პროექტის "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის" შემთხვევაშიც ავტორებმა სერიის ბოლო წიგნი სწორედ ხალხის მოთხოვნით შეარჩიეს. ორიოდე სიტყვით პროექტის შესახებ: სამაგიდო ათეული - ეს არის წიგნები, რომლებიც ყველა ოჯახში უნდა იყოს. ათივე წიგნი სხვადასხვა დროის ბესთსელერია, რომლებიც "პალიტრა L" -ის მიერ განახლებული დიზაინითა და თანამედროვედ რედაქტირებული გამოიცემა და გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იყიდება. ახალი გამოცემები საშუალებას მოგცემთ, თქვენს ბიბლიოთეკას ისეთი წიგნები შემატოთ, როგორიცაა "სიბრძნის ენციკლოპედია", "ყველაფერი ყველაფერზე", "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია", "საოჯახო სამზარეულო", "ქართული ხალხური ზღაპრები" და "მეურნის ენციკლოპედია". 19 ოქტომბერს კი უკვე სერიის მე-7 ტომის ნინო ხოფერიას ,,საოჯახო წიგნის" შეძენა შეეძლებათ მკითხველებს.

ბოლო 5 თვის განმავლობაში, სანამ ათეულის ტომები გაყიდვაში ეტაპობრივად გამოდიოდა, პარალელურად მიმდინარეობდა ხალხის გამოკითხვა. მოსახლეობას თავად უნდა აერჩია სერიის მეათე, ბოლო წიგნი. გამოკითხვა საჯაროდ, ხმის მიცემის პრინციპით წარიმართა. რამდენიმეთვიანი პროცესი განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩეოდა და საზოგადოება რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი. მალევე გამოვლინდა ლიდერი ხუთეული: "მითოლოგია", "პატრიარქის ეპისტოლები", "კარაბადინი", "ასტროლოგია" და "უცხო სიტყვათა ლექსიკონი". შეიძლება თამამად ითქვას, რომ სამაგიდო წიგნების გამოვლენის პროცესში მთელი საქართველო იღებდა მონაწილეობას და ეს პროექტი ბევრად უფრო მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე გამომცემლობაში ელოდნენ. ყველაზე თვალშისაცემი სოციალურ ქსელში აქტიურობის პროცესი იყო, სადაც არ წყდებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა და კამათი, თუ რომელი წიგნი იმსახურებდა ყველაზე მეტად ამ ათეულში მოხვედრას. შედეგები ყოველდღიურად იცვლებოდა და ბოლო წუთამდე რთული იყო ვარაუდი, რომელი წიგნი გაიმარჯვებდა საბოლოოდ. გამოკითხვის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ამ წიგნების შეძენა 40 000-ზე მეტი ადამიანის სურვილია. საბოლოოდ, 15 000 ხმით ხალხის რჩეული გახდა "მითოლოგია". ანუ, უნივერსალური ათეულის ბოლო, მეათე ტომი სწორედ ეს წიგნი იქნება.

რაც შეეხება დაწინაურებული ხუთეულის დანარჩენ წიგნებს - "მითოლოგიის" შემდეგ ხმათა უმრავლესობა 14 098 ხმა მიიღო "პატრიარქის ეპისტოლეებმა", 13 000 ხმა კარაბადინმა, 10002 ხმა ასტროლოგიამ და 9032 ხმა - უცხო სიტყვათა ლექსიკონმა. ციფრები ნამდვილად შთამბეჭდავია და გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოების მოთხოვნა ათ ტომში ნამდვილად ვერ ჩაეტია. ამაზე მიუთითებს არაერთი მკითხველის სინანულიც, რომ მათთვის სასურველი წიგნი ვერ იქნება მათ ოჯახებში სამაგიდო წიგნების ჩამონათვალში. პალიტრა ლ-შიც არ წყდება წერილებისა და თხოვნების რაოდენობა, სადაც არაერთი მკითხველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 10 წიგნი ძალიან ცოტაა და ამ სერიის გამოცემა არ უნდა შეწყდეს. შესაბამისად, ეს მასშტაბური პროექტი ხალხის მოთხოვნითვე შესაძლოა, რომ კვლავ გაგრძელდეს. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით გამომცემლობაში ჯერ კონკრეტული პასუხი არ აქვთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
გვახსოვდეს ჩვენი მიცვალებულები
ერთ დღეს ერთმანეთს შევხვდებით
ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დადგება დღე, როდესაც გარდავიცვლებით. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანას მოვევლინეთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat