სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის შესახებ უკვე ყველას სმენია. ეს წიგნები ყველასთვის საჭირო და აუცილებელია და მოთხოვნაც შესაბამისია.
გამოვიდა სერიის ექვსი ტომი: "სიბრძნის ენციკლოპედია", "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია", "ქართული ხალხური ზღაპრები", "ცხოველების ენციკლოპედია", "ყველაფერი ყველაფერზე", "მეურნის ენციკლოპედია". ყველაზე საინტერესო კი წინ გელოდებათ. რაც მთავარია, ეს არის პროცესი, რომელშიც თავადაც შეგიძლიათ ჩაერთოთ და მორიგი წიგნის არჩევაში მიიღოთ აქტიური მონაწილეობა.
როგორც ადრე მოგახსენეთ, შემდეგი ტომის ვარიანტების შერჩევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საზოგადოება რამდენიმე ნაწილად დაიყო. რამდენიმე ვარიანტს შორის საბოლოოდ 5 წიგნი
შეირჩა და ამ 5 წიგნს შორის მიმდინარეობდა პაექრობა. ამ ეტაპისთვის"მითოლოგია" დაწინაურდა, სავარაუდო სია კი ასეთია: 1. "ეპისტოლეები", 2. "მითოლოგია", 3. "კარაბადინი", 4. "ასტროლოგია", 5. "უცხო სიტყვათა ლექსიკონი".
თუ გსურთ, სასურველ წიგნს მისცეთ ხმა და ის დაწინაურდეს, ჩაერთეთ ამ სახალისო გამოკითხვაში. 2 ოქტომბრამდე გაქვთ დრო - სწორედ ამ დღეს გამოქვეყნდება საბოლოო შედეგი.
ჯერ კიდევ შეგიძლიათ შედეგებზე გავლენის მოხდენა და სასურველი წიგნისთვის ხმის მიცემა. ასე რომ, გააქტიურდით. სამაგიდო უნივერსალური ათეული ხომ ყველას მოლოდინს ამართლებს, ეს ყველაზე საჭირო წიგნების ნაკრებია თქვენი ოჯახისთვის!
ხმის მისაცემად გადადით ლინკზე:
სამაგიდო წიგნების ათეული