საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერს 21 სექტემბერს ერთობლივი ლოცვის კურთხევას აძლევს
12.09.2015
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერს 21 სექტემბერს ერთობლივი ლოცვის კურთხევას აძლევს, - ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების ტექსტი საპატრტიარქოში ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გააცნო. მასში აღნიშნულია, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 21 სექტემბერს, 12:00 საათზე სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით უნდა მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
"უნდა ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა:
"მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!".
ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე. მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.