ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს უსასყიდლოდ გადმოგვცემენ, თუმცა მის მუხრანში დაბრძანებაზე, საუბარი არ არის
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს უსასყიდლოდ გადმოგვცემენ, თუმცა მის მუხრანში დაბრძანებაზე, საუბარი არ არის
დეკანოზი გიორგი რაზმაძე აცხადებს, რომ ინდოეთის მხარე ქეთევან დედოფლის ნაწილებს საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცემს, თუმცა არასწორია ინფორმაცია წმინდა ნაწილების მუხრანში დაბრძანებაზე. როგორც "ინტერპრესნიუსს" ავჭალის წმინდა ქეთევან დედოფლის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ განუცხადა, მუხრანში ქეთევან დედოფლის ნაწილების დაბრძანებაზე გავრცელებული ინფორმაცია აბსურდია.
დეკანოზი გიორგი რაზმაძე აცხადებს, რომ მუხრანში წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის იდეის ავტორს ალექსანდრე ბიჭიაშვილს ესაუბრა და მისგან სურდა გაეგო საიდან და როგორ უნდა მოხვედრილიყო მუხრანში ქეთევან დედოფლის ნაწილები, რაზეც პასუხი ვერ მიიღო.
"ალექსანდრე ბიჭიაშვილმა ჩემი სიტყვები მიიწერა. პირველ რიგში დარტყმის ქვეშ დააყენეს თავიანთი ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ზოსიმე. ადამიანს რომ ჰკითხო, საიდან და როგორ უნდა მოხვედრილიყო მუხრანში ქეთევან დედოფლის ნაწილები, ამაზე პასუხი, მე მგონი, არავის არ ჰქონდა. ამაზე, როგორც ჩანს, ამ ხალხს არ უფიქრია. ეს არის მეუფის შეურაცხყოფა და პირველ რიგში, ქეთევან დედოფლის უპატივცემულობა. იმიტომ, რომ ჩვენ დაგვიკავშირდა ინდოეთის კონსული, რომელიც ეს ინფორმაცია გაიგო და გვკითხა, რაში იყო საქმე. შეთანხმების მიხედვით ყოველი პუნქტი გაწერილია. სხვანაირი მსვლელობა აქვს მიცემული. ფაქტიურად მან ეს შეაფასა, როგორც ამ საქმის ხელშემშლელი უდიდესი ფაქტორი. როდესაც ადამიანი ასეთ ნაბიჯებს დგამს ეს არის ქართული ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული შეგნებული ან შეუგნებელი ბრძოლა", _ განაცხადა დეკანოზმა.
მისივე შეფასებით, ეს უცოდინარობა იყო ან სრული უვიცობა.
დეკანოზი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ინდოეთის მხარესთან მიმდინარეობს, საიდანაც ერთი თვის წინ დაბრუნდა.
"შეხვედრა გვქონდა ინდოეთის კულტურის სამინისტროში, სადაც განაცხადეს, რომ ნაწილებს გადმოგვცემენ. თუმცა, გარკვეული შეთანხმებებია მისაღწევი. სავარაუდოდ, წმინდა ნაწილებს სექტემბრისთვის ჩამოაბრძანებენ. ეს მათი კეთილი ნებაა. ამაში თანხის გადახდა საჭირო არ არის. უსასყიდლოდ გადმოგვცემენ", _ დასძინა დეკანოზმა.
22 აგვისტოს "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მუხრანში წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის იდეის ავტორმა და მშენებლობის თანამონაწილემ ალექსანდრე ბიჭიაშვილმა განაცხადა, რომ ინდოეთიდან საქართველოში უახლოეს პერიოდში წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს გადმოასვენებენ. ინდოეთის მხარე ამისთვის თანხას აღარ ითხოვდა.
მისივე თქმით, მუხრანში შენდება ტაძარი, რომლის სარდაფში საძვალე მოეწყობა.
წმინდა დედოფალი ქეთევანი აშოთან მუხრან ბატონის ასული იყო. შაჰ-აბასის ბრძანებით წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს თავზე, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. წმინდანის სხეული ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს, მაგრამ მის წმინდა ნეშტს ნათელი დაადგა.
წამების მხილველმა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელებმა წმიდა დედოფლის ნაწილები საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და დიდი პატივით ინდოეთში, ქალაქ გუაში არსებულ დაგრასას მონასტერში გადაასვენეს.
შემდგომ მიწისძვრის შედეგად მონასტერი დაინგრა და წმინდა დედოფლის საფლავი ბოლო დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. იგი ინდოელ არქეოლოგებთან და ექსპედიციის წევრებთან ერთად ავჭალის წმინდა ქეთევან დედოფლის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით, ინდოეთის არქეოლოგიური ჯგუფი წმინდა ნაწილების გადმოსაცემად დიდი ოდენობით თანხას ითხოვდა. ინდოეთის მხარემ უცხოეთში წმინდა ნაწილებს დნმ-ს ანალიზი რამდენჯერმე ჩაუტარა. დასტურდება, რომ იგი წმინდა დედოფალს ეკუთვნის.
ბეჭდვაელფოსტა
11.09. 2015
O. X.
ramdeni shroma daswirdeboda saplavis mignabas! gmertma gikurtxot saqmianoba, mamao Giorgi!
26.08. 2015
manana
საინტერესოა რატომ არ უნდა დაბრძანდეს წმინდა ნაწილები მუხრანში, რა მოსაზრებით? ჩვენ ხომ დიდი მოლოდინი გვაქვს მუხრანელებს რომ წმინდა ნაწილები აქ დაივანებს.
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
გვახსოვდეს ჩვენი მიცვალებულები
ერთ დღეს ერთმანეთს შევხვდებით
ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დადგება დღე, როდესაც გარდავიცვლებით. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანას მოვევლინეთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat