"მიმაჩნია, რომ უკვე დროა სიტყვებიდან გადავიდეთ კონკრეტულ მოქმედებაზე. ჩვენ დღეს მოვიწვიეთ კოლეგები რათა განგვეხილა რამდენიმე საკითხი და ჩვენი საერთო გადაწყვეტილება მისცემს ბიძგს ტაძრის მშენებლობას", – აღნიშნა ლ.ტიბილოვმა მთავარეპიკოპოსთან შეხვედრაზე.
"სახელმწიფოს" "მეთაურმა" გულითადი მადლობა მოახსენა მღვდელმთავარს ჩრდილოეთ და"სამხრეთ ოსეთის" ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის "ჩვენ განვიხილავთ ყველანაირ საკითხს, რომელიც ეხება სარწმუნოებრივ ცხოვრებას, მათ შორის "სამხრეთ ოსეთის" სამწყსოს დაახლოებას რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. აქდიდია თქვენი როლი და ჩვენ ვაფასებთ თქვენს ყურადღებას, რომელსაც იჩენთ "სამხრეთ ოსეთში" არსებულ პრობლემებზე", –აღნიშნა "პრეზიდენტმა".
მთავარეპისკოპოსმა ზოსიმემ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ლ. თიბილოვს იმ თბილი და ყოველთვის კეთილი დამოკიდებულებისთვის, რასაც ის იჩენს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიისადმი და იმ ყურადღებისთვის, რომელსაც იჩენს არა მარტო მატერიალური, არამედ ცხოვრების სულიერ საკითხებზე.

