როდესაც ამ ადამიანის ცრემლები დავინახე, მივხვდი, თუ როგორ უნდოდა თუნდაც 50 თეთრი შემოეწირა ჩვენთვის თბილისელი ხალხის დასახმარებლად
21.06.2015
ეს პოსტი პაპუნა რევიშვილის ფეისბუქ-გვერდზე დევს და ალბათ არცერთ თქვენგანს გულგრლის არ დაგტოვებთ
:
მოსე ჭეიშვილს მინდა რომ იცნობდეთ და ესალმებოდეთ, როცა ქუთაისში, ჭავჭავაძეზე, გრანდმოლის გვერდით თბილისის მარშუტების ახალ სადგურთან გაივლით.
როდესაც ამ ადამიანის ცრემლები დავინახე, მივხვდი, თუ როგორ უნდოდა თუნდაც 50 თეთრი შემოეწირა ჩვენთვის თბილისელი ხალხის დასახმარებლად. რაც უფრო უმძაფრდებოდა სურვილი, მით უფრო მატულობდა ცრემლის ნაკადი უპეებში. შემდეგ ერთმა ქალბატონმა მისგან მისივე ხელით გაკეთებული ნაკეთობა შეიძინა და თვალებანთებული მოხუცი ჩვენსკენ გამოეშურა, ძლივს გაყიდულ ნივთში აღებული ფული სრულად გადმოგვცა და დაგვლოცა. თბილისელმა, ძალიან მაგარმა ადამიანმა, რომელიც ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა, ეს დაინახა, მივიდა მასთან და სამაგიეროდ შეიძინა ისევ მისგან ნაკეთობა და ფული გადასცა, მაგრამ მოხუცმა ისიც ყულაბაში ჩააგდო. გვიცქერდა და მაინც ვერ ძღებოდა, რაღაც აკლდა გულს. რამოდენიმე ხანში დავინახე, თუ როგორ მოდიოდა ჩვენსკენ ბაზრიდან - არყით, ლავაშით, ატმითა და ბლით სავსე ცელოფნებიც ეჭირა ხელში. ნამდვილი ქართული სული დავინახე მასში, როცა დაგვლოცა. თბილისელებისთვის ხატი გვაჩუქა(მისივე ხელით გაკეთებული). ასეთი სითბო, ასეთი სიკეთე ადამიანისგან პირველად ვიგრძენი. მან რაც გააკეთა, ასე არც ერთ სხვას, მასზე უფრო შეძლებულს, არ ექნება განაკეთები. მან ბოლო ლუკმაც არ დაიტოვა თავისთვის. რაც მთავარია - სულით და გულით. ამ მოხუცს მოსე ქვია. იცნობდეთ, მოსე ჭეიშვილი. ოღონდ ბიბლიური მოსესგან იმით განსხვავდება, რომ ის ზღვას ყოფდა, ეს კი თავისი სიკეთით ადამიანებს აერთიანებს.