როცა ადამიანობა გმირობის ტოლფასია - ვინ არის გიგი კეშელავა
როცა ადამიანობა გმირობის ტოლფასია - ვინ არის გიგი კეშელავა
13 ივნისის ღამეს ახალგაზრდა ბიჭი მწყობრიდან გამოსული ავტომობილით ცდილობდა გაესწრო წყლის ნიაღვრისთვის, სიცოცხლესა და სიკვდილს ერთმანეთისგან წამები აშორებდა და წამებს უნდა გადაეწყვიტა მისი ბედი, სამშვიდობოსკენ ჰქონდა გეზი აღებული, წყლის ნიაღვარი უკან მისდევდა, როდესაც გზაზე მიმავალი ორსული ქალი და მამაკაცი შენიშნა...

უკან დაბრუნება სიკვდილთან მიბრუნების ტოლფასი იყო, მაგრამ მიბრუნდა, სტიქიის წინაშე მარტოდდარჩენილი ადამიანები მანქანაში ჩაისვა და მათთან ერთად განარგძო თვითგადარჩენისთვის ბრძოლა...

13 ივნისის ტრაგედიიდან 6 დღის შემდეგ ფილმის სიუჟეტის მსგავსი ისტორიის გმირმა ორსულმა ქალბატონმა დღის შოუს მიმართა და მისი გადამრჩენელის პოვნა სთხოვა.

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ დრონი.ჯიმ 13 ივნისის გმირი ახალგაზრდის ძებნა დაიწყო და ჩვენი მცდელობა შედეგიანი აღმოჩნდა, ის ბიჭი 23 წლის გიგი კეშელავა აღმოჩნდა, რომელსაც დავუკავშირდით და ტრაგიკული ღამის გახსენება ვთხოვეთ.

გიგი კეშელავა: ვაკეში მივდიოდი ჩემს ორ ძმაკაცთან ერთად, თამარაშვილი გადაკეტილი იყო და ბახტრიონიდან ჩავედი ახალ გზაზე... უკან პატრული მომყვებოდა, გამოძახებული არ იყო, უბრალოდ მოდიოდა. ახალი გზის მეორე მხარეს უკვე დაგუბებული იყო წყალი და მანქანები გაჩერებული იყვნენ.

პატრულმა გააჩერა და დაიწყო მგზავრების გადმოყვანა გზის მეორე ნაწილიდან... ჩვენც გავაჩერეთ რომ დავხმარებოდით. შემდეგ უკვე ტრასებს შორის რომ არის "ბარდიული", სადაც ლამპიონებია დაყენებული, აი მაქედან დაიწყო უკვე ჩვენს მხარეს წყალმა გადმოსვლა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მდინარე ადიდდა და ის გადმოდიოდა, უბრალოდ რაღაც მომენტში ვიფიქრე მეთქი არ დაიტბოროსთქო და ვცადე მანქანის დაქოქვა. მანქანა არ დაიქოქა, რადგან მანქანის დამქოქო ნაწილი მქონდა გაფუჭებული. ზუსტად ვიდექი ვაკეში რომ ადის გზა აი იქ, საპატრულო შენობა რომ არის იმ აღმართზე უნდა ამესწრო, ძლივს დავქოქე და ავასწარი. იქვე დავინახე ფეხმძიმე ქალი და მისი ქმარი, წყალი უკვე წამოსული იყო, წავედი ისინი ჩავისვი და ძლივს ავედი აღმართზე, ხეები მოჰქონდა უკვე წყალს და მანქანის უკანა ნაწილიც დაფარული იყო წყლით. ბუქსაუბოთ ავიყვანე სამშვიდობოს, მერე მე და ჩემი მეგობრები დავბრუნდით უკან სხვების დასახმარებლად უკვე ფეხით, ორსული და მისი ქმარი კი ისე წავიდნენ არც მახსოვს...

ამის შემდეგ კი არ ვიცი აი იქ უკვე კადრები იყო საშინელება. ერთმა პატრულმა მოასწრო გზის მეორე მხარეს გადმოსვლა, მეორე კი მანქანიანად აიტაცა წყალმა და წაიღო დინებამ. ისეთი პანიკა იყო, რომ უბრალოდ ვერ ვშველიდით. ის მეორე პატრული კი ისეთ შოკში იყო, რომ ვიჭერდით რომ ისიც არ გადაშვებულიყო იმ საშინელებაში, თორემ დაიხრჩვებოდა.

მერე უკვე მოვიდნენ 112-ის თანამშრომლები, მაშველები, სასწრაფო.

გრიგოლიას გადაცემაში ვნახე ის კაცი, რომელიც ბოძზე იყო შემოხვეული და ძალიან გამიხარდა რომ გადარჩენილა...ტრასებს შორის ბოძები ყველა ჩაინგრა, ეგ ბოძი კი კი რომელზეც კაცი იყო შემოხვეული იმიტომ გადარჩა, რომ ხეს მიებჯინა და გაჩერდა. ის კაციც სამი საათის განმავლობაში იყო შემოხვეული , ვერ ვშველოდით, ფარნებს ვუნთებდით და შეძახილებით ვამხნევებდით...ნუ ალბათ მერე რომ დაწდა ეს წყალი გადარჩენილა და გამიხარდა.

წყალმა ალბათ ერთი 30 მანქანა მაინც წაიღო, ასეთი რაღაც მე არ მინახავს. ისეთი პანიკა იყო, კადრები რაც ტრიალებს არაფერი არაა იმასთან შედარებით, რაც იქ ხდებოდა. საშინელება მოხდა ნამდვილად და ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს.

წყარო დრონი.გე
ბეჭდვაელფოსტა
20.06. 2015
nia
შენ გაიხარე კარგო ადამიანო
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
გვახსოვდეს ჩვენი მიცვალებულები
ერთ დღეს ერთმანეთს შევხვდებით
ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დადგება დღე, როდესაც გარდავიცვლებით. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანას მოვევლინეთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat