გულუბრყვილო, ბავშვური, ნაზი, მოკრძალებული, წმინდა და წრფელი გულით, სხვებზე ზრუნვით აღსავსე, თბილი და კეთილი - ასეთად ახასიათებენ მას მეგობრები.
სტიქიის ღამეს მეგობართან ერთად გამოცდისთვის ემზადებოდა. უეცრად აღმოჩდნენ სტიქიის პირისპირ. დახმარების მოლოდინში სახლის სახურავზე მდგარან 45 წუთის განმავლობაში.
ივლიტა საოცრად მშვიდი ყოფილა. იდგა სახლის სახურავზე და ლოცულობდა. მისი მამა ყველასთვის საყვარელი მოძღვარი - გიორგი ჯიბუტი გახლავთ. მოძღვრის შვილს ბავშვობიდან გაძლიერებული ჰქონდა რწმენა.


5 წლის დაქორწინებულები ყოფილან ივლიტა და დათო. ბოლომდე იბრძოლეს თურმე. დიდხანს არ გაუშვეს ერთმანეთს ხელი. დათო გადარჩა.
ივლიტას მეგობარი გოგონას - მარიამ ქუთელიას ცხედარი იპოვეს.
ივლიტა დაკარგულია.
გამძლეობას ვუსურვებთ მის ოჯახს.