ახლად არჩეული ნიკორწმინდელი ეპისკოპოსის ვახტანგ ლიპარტელიანის მრევლთან წარდგენა მოხდა
06.06.2015
ახლად არჩეული ნიკორწმინდელი ეპისკოპოსის ვახტანგ ლიპარტელიანის მრევლთან წარდგენა მოხდა.
რაჭაში, ნიკორწმინდის ტაძარში, ახლად არჩეული ნიკორწმინდელი ეპისკოპოსის ვახტანგ ლიპარტელიანის სასულიერო პირებთან და მრევლთან წარდგენა მოხდა. ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი პირველ სამეუფო წირვას ხვალ აღავლენს. ახალი მღვდელმთავრის წარდგენას 7 მღვდელმთავარი ესწრებოდა.
ნიკორწმინდის ეპარქიის ახალ მღვდელმთავრად არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი 25 მაისს გამართულმა წმინდა სინოდის სხდომამ გამოარჩია. მისი ხელდასხმა 1 ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მანამდე არქიმანდრიტი ვახტანგი მოსკოვის ქართული სათვისტომოს ქართულ ტაძარში მსახურებდა.
ნიკორწმინდის მიტროპოლიტი ელისე მარტში გარდაიცვალა, რის გამოც ახალი მღვდელმთავრის დადგინება გახდა საჭირო.