დღეს სახალხო ზეიმი "აფხაზეთობა" აღინიშნება
დღეს სახალხო ზეიმი "აფხაზეთობა" აღინიშნება
თბილისში დღეს სახალხო ზეიმი "აფხაზეთობა" აღინიშნება. სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით, 23 მაისი "აფხაზეთობის" დღედ დაწესდა.
აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. კერძოდ, დღეს, 09:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში მოციქული სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღევლინება.
10:30 საათზე აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება გვირგვინით შეამკობენ გმირთა მემორიალს. საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.
11:00 საათზე კი ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახალხო დღესასაწაული "აფხაზეთობა" საზეიმოდ გაიხსნება. მოეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, სამხატვრო და ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოვება, აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო-მასალების გამოფენა, სპორტული შეჯიბრებები, აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, ბავშვთა ნახატებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, აფხაზეთის სახელოვნებო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა კონცერტი, სადაც შესრულდება ქართულ-აფხაზური ცეკვები და სიმღერები.
18:00 საათზე საზეიმო დღესასწაული აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,აფხაზეთის" ახალი საკონცერტო პროგრამის პრეზენტაციით თბილისი არტ-ჰოლში დასრულდება.
ღონისძიებაზე მოწვეულები არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, აფხაზეთიდან დევნილი ინტელიგენცია.
სახალხო ზეიმზე დასწრება თავისუფალია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
გვახსოვდეს ჩვენი მიცვალებულები
ერთ დღეს ერთმანეთს შევხვდებით
ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დადგება დღე, როდესაც გარდავიცვლებით. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანას მოვევლინეთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat