იყო მაშინ მცხეთას ერთი ჭაბუკი სახელად ფარნავაზ, მცხეთის მამასახლისის, სამარას ძმისწული. ფარნავაზის მამა და მისი ძმა, მცხეთის უკანასკნელლი მამასახლისი-სამარა, ლეონტი მროველის სიტყვით, გმირულად დაეცნენ ალექსანდრე მაკედონელის წინააღმდეგ ბრძოლაში. ხოლო სამი წლის ფარნავაზი დედამ გაიტაცა და კავკასიის მთებში გაიქცა. იქ გაიზარდა ფარნავაზ, დავაჟკაცდა და შემდეგ ისევ მშობლიურ მცხეთას დაუბრუნდა. მემატიანე, ფარნავაზს ამგვარად ამკობს-უშიშარი და მკლავმაგარი ვაჟკაცი.
იმისათვის, რომ კიდევ უფრო ნათლად დავინახოთ ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყოსთვის და მომავლისთვის იზრუნა "პალიტრა L", -მა და გაზეთ "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს 24 ტომად ქცეული საქართველოს ილუსტირებული ისტორია შესთავაზა. წიგნების ამ სერიის შესაქმნელად მეცნიერების, მხატვრების, ფილოლოგებისა თუ ტექნიკური პერსაონალის დიდი გუნდი სამი წლის განმავლობაში შრომობდა და შორმობს დღესაც. ილუსტრირებული ისტორიის ეს ტომეული არის კონკრეტული ეპოქის მკვლევარ-ისტორიკოსების მოთხრობილი და ხელნაწერითა და სტილით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მხატვრების მიერ ილუსტირებული. გამოცემისთვის დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით შეიქმნა თითოეული ეპოქის საბრძოლო, საერო და საეკლესიო კოსტიუმები, რუკები...
ამ სერიის მორიგი - მე-8 წიგნი მეფე ფარნავაზს ეძღვნება. იგი 18-დან 25 მაისამდე ტრადიციულად გაზეთ "კვირის პალიტრასან ერთად" გაიყიდება.
დაინახე შენი ისტორია და შეეცადე გონივრულად დაანახო სხვასაც...

