ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის აგება ხვალ გუმბათის კონსტრუქციაში ბეტონის ბოლო ჩასხმით დასრულდება
25.04.2015
მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის აგება ხვალ გუმბათის კონსტრუქციაში ბეტონის ბოლო ჩასხმით დასრულდება.
ფონდი "ივერიისას" ინფორმაციით, ტაძრის საძირკველი 2011 წელს იკურთხა. 2012 წელს საძირკველი გაიჭრა და მშენებლობა დაიწყო. 2013 წელს საძირკველი დასრულდა და მშენელობის მეორე ეტაპი, კედლების ამოყვანის პროცესი გაგრძელდა.
2015 წლის 26 აპრილს კი ტაძრის აგება და გუმბათის მშენებლობა დასრულდება.
როგორც ფონდში აცხადებენ, პარალელურად მიმდინარეობს გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები და ტაძრის კარიბჭის მშენებლობა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლი და ზეთისხილის ბაღი გაშენდა.
მშენებლობა 2700კვ.მ-ზე მიმდინარეობს, ტაძრის სიმაღლე ჯვრის ძირადე 51 მ. იქნება. ჯვრის სიმაღლე კი 6 მეტრი. ტაძრის არქიტექტორი ომარ ნაფეტვარიძეა. მშენელობაზე 300-მდე ადამიანი დასაქმდა.
მშენებლობას პატრიარქის კურთხევით პაატა ბურჭულაძე ხელმძღვანელობს. ტაძარს სრულიად საქართველო და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევითა და თანაბარი მონაწილეობით აშენებს.