22.02.2015
ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი საიტისა და ფეისბუქის გვერდის მომხმარებლებო, დღეს არის დღე, როცა თითოეულმა ქრისტიანმა კიდევ ერთხელ უნდა მოიკრიბოს სულიერი ძალა და მთელი გულით მიუტევოს ყოველი წყენა მაჭირვებელთ
, გულის სიღრმეები უნდა მიმოვიხილოთ და ამოვირეცხოთ ყველანაირი ბოღმა და გაბრაზება. ადვილი არ არის, მაგრამ ვეცადოთ მაინც ჩვენი რწმენის შესაბამისად, ჩვენი სიყვარულის უნარის შესაბამისად. როგორც ჩვენ შევძლებთ სხვათა ცოდვების განუკითხაობას და მიტევებას, სწორედ ისე მოგვიტევებს უფალი ჩვენს ცოდვებს, რომელთა დანახვა ყველაზე მეტად გვიჭირს.
ჩვენი რედაქციის სახელით შენდობას ვითხოვთ თითოეული თქვენგანის წინაშე, თუ ჩვენდა უნებურად როდისმე რამით გაგანაწყენეთ, თუ რომელიმე პუბლიკაციამ თქვენში წყენა ან გაღიზიანება გამოიწვია. გვერწმუნეთ, ეს უნებური შეცდომებია, ჩვენ თქვენს მიმართ მხოლოდ სიყვარული და კეთილგანწყობა გვამოძრავებს. ყველას გთხოვთ შენდობას.
შევთხოვოთ უფალს, მოგვმადლოს ნიჭი უფლისმიერი სიყვარულისა, ცოდვათა მიტევებისა, თავმდაბლობისა, სიწმინდისა.
მშვიდობიან და ნაყოფიერ დიდმარხვას გისურვებთ! უფალი შეგვეწიოს ყველას!
კარიბჭელები