ვალიკო ნანობაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამოკონსერვატორიაში
21.02.2015
21 თებერვალს, შაბათს, 19:00 სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება სამოციანი წლებიდან ფოლკლორული ანსამბლებისა და გუნდების ხელმძღვანელის, დამსახურებული პედაგოგისა და ლოტბარის - ვალიკო ნანობაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო.
აღნიშნულ საღამოზე - ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად მოუსმენთ რადიოს ოქროს ფონდში დაცულ ჩანაწერებს და მოძიებულ ვიდეომასალას - ვალიკო ნანობაშვილის (ანსამბლებისა და გუნდების) შესრულებით.
ბ-ნ ვალიკოს თანაკურსელები და თანამედროვენი გაიხსენებენ 60-იანი წლების კონსერვატორიის სინამდვილეში, სტუდენტობის პერიოდში, მათ მიერ შექმნილ პირველ ფოლკლორულ ანსამბლზე, რომელსაც იმ დროისათვის ჰქონდა გამოსვლები მთაწმინდაზე არსებულ ახლადგახსნილ ტელევიზიაში... გაიხსენებენ ერთად განვლილ გზებს...
ღონისძიებას დაამშვენებენ მომღერლები და თანამედროვე ფოლკლორული ანსამბლები.
საღამოს გაუძღვებიან: გივი მუნჯიშვილი - საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი
მარინა კვიჟინაძე - ეთნომუსიკოლოგი
საღამოს ორგანიზატორი - სახელმწიფო კონსერვატორია