ტიმოთესუბნის ეკლესია 800 წლისაა - პატრიარქის ფოტოგამოფენა ბორჯომში
18.02.2015
20 თებერვალს, პარასკევს, 17:00 საათზე ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით, ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობის ამსახველი ფოტო გამოფენა
, რომელიც ეძღვნება ტიმოთესუბნის 800 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძებას.
გამოფენის ორგანიზატორია ბორჯომის მუნიციპალიტეტი და კულტურის სამსახური. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 100 ფოტო ღონისძიების დასრულების შემდეგ, მეუფე სერაფიმეს ინიციატივით, დაურიგდება დამთვალიერებელს.
გამოფენას დაესწრება ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე სამღვდელოებასთან ერთად და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა.