ორშაბათს, 14:00 საათზე ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის საქართველოდან გაცილება მოხდება თბილისის ჯვარის მამის სახელობის მონასტრიდან, სადაც აღესრულება საჯანმრთელო პარაკლისი.
ტაძარი მდებარეობს თბილისში ლესელიძის ქუჩაზე №41.
ხატი "უმილენიე" (მოალერსე) არის იმ ხატის ასლი, რომლის წინაშე წმ. სერაფიმე საროველი ლოცულობდა. იგი არის მსოფლიოში ერთადერთი სასწაულმოქმედი ორმხრივი მირონმდინარე ხატი. მას მირონის დენა 1999 წლიდან დაეწყო. ამ ხატთან ლოცვისას ადამიანები იღებენ კურნებას და ღვთიურ დახმარებას. სასწაულმოქმედ ხატს რუსეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა აქვს მოვლილი: ჩეხეთი, სლოვაკეთი, იტალია, ბულგარეთი და სხვა. ხატი ეკუთვნის კურსკის ეპარქიას
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი "უმილენიე" (მოალერსე) საქართველოში, 2 დეკემბერს, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით ჩამობრძანდა. ამ დროის განმავლობაში ხატმა მოილოცა: ბორჯომი, სვანეთი, ხაშური, ქარელი, გორი, მარნეული, თბილისი. . .
26 იანვარს, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით, ბორჯომის ეპარქიიდან საგანგებოდ ჩამოსული მრევლიც გააცილებს.
ეს ინფორმაცია მოგვაწოდა ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მდივანმა ნინო საბაშვილმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი