უწმინდესმა გაიხსენა სიზმარი, როდესაც წმინდა ნიკოლოზი იხილა
უწმინდესმა გაიხსენა  სიზმარი, როდესაც წმინდა ნიკოლოზი იხილა
პატრიარქმა წმინდა ნიკოლოზს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გამთლიანება შესთხოვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა ნიკოლოზს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გამთლიანება შესთხოვა.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია დასრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია. პატრიარქმა წმინდა ნიკოლოზი ყოველთა ქართველთა, დიდ კათალიკოსად, საქართველოს წინამძღოლად და სულიერ მამად მოიხსენია. უწმინდესმა აღნიშნა, რომ წმინდა ნიკოლოზი, თავისი წყალობითა და მადლით გამორჩეულია და ეხმარება ყველას, ვინც რწმენითა და სიყვარულით მას მიმართავს. პატრიარქმა ქადაგებისას გაიხსენა ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მსახურობის პერიოდი, სადაც იგი იღუმენად იყო განწესებული. ილია მეორემ აღნიშნა, რომ უკრაინიდან მასთან ჩამოვიდა სასულიერო სემინარიის მეგობარი, რომელიც ძალიან შეჭირვებული იყო. ილია მეორემ წერილი მისწერა მაშინდელ კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ მეორეს და იგი ტაძარში მსახურებაზე დაადგინეს.
უწმინდესმა გაიხსენა ასევე სიზმარი, როდესაც წმინდა ნიკოლოზი იხილა, რომელიც მას ეფერებოდა და მისთვის გაურკვეველ ენაზე სასიხარულო ამბავს ამცნობდა.
"წმინდა ნიკოლოზი მფარველობს ყველას ვინც სიხარულით, სიყვარულით და რწმენით მიმართავს მას. მრავალი სასწაული ხდება და ეს სასწაულები არ ილევა. დღეს შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს გაამთლიანოს საქართველო, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო.მე იმედი მაქვს, რომ წმინდა ნიკოლოზი შეგვისრულებს ამ თხოვნას", - ბრძანა უწმინდესმა.
დღესვე პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და ხარისხში აიყვანა.
ამასთან, როგორც სამების ტაძარში ითქვა, 25 დეკემბერს, პატრიარქის აღსაყდრების 37 წლის იუბილე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით 24 დეკემბერს, 17:00 საათზე ლოცვა დაიწყება სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ხოლო 25 დეკემბერს, 10:00 საათზე საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყება. მსახურებებს წმინდა სინოდის მღვდელმთავრებთან ერთად პატრიარქი ჩაატარებს.
ბეჭდვაელფოსტა
19.12. 2016
ლუკა
37 არა. 40 წლის იუბილეა
21.12. 2014
qetino
dideba ufals rom gvyvavs aseti brceni patriarqi
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
გვახსოვდეს ჩვენი მიცვალებულები
ერთ დღეს ერთმანეთს შევხვდებით
ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დადგება დღე, როდესაც გარდავიცვლებით. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანას მოვევლინეთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat