8 ნოემბერს უწმინდესის ძმის - ბერი გიორგის - გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა
8 ნოემბერს უწმინდესის ძმის - ბერი გიორგის - გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა
სამთავროს ფერისცვალების დედათა მონასტერს დღეს უწმინდესი სტუმრობდა. 8 ნოემბერს უწმინდესის ძმის - ბერი გიორგის - გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა. მონასტრის ეზოში დაკრძალული ბერი გიორგის საფლავთან უამრავი სასულიერო და საერო პირი მოსულიყო. ბერი გიორგის სულის მოსახსენიებელი პანაშვილი უწმინდესმა მღვდლმთავრებთან ერთად გადაიხდა.

უწმინდესის ძმა - ვიქტორ შიოლაშვილი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მცხეთელების ნათქვამ გულწრფელ სამძიმარში ვკითხულობთ: "ბატონმა ვიქტორმა მცხეთაში იცხოვრა 50 წელზე მეტი, აქ დაზარდა შვილები და შვილიშვილები, აქ ედგა უერთგულეს საყრდენად მის უწმიდესობას... სიცოცხლის ბოლოს ბერად აღიკვეცა და გიორგი ეწოდა.

უმძიმესია ჩვენი პატრიარქისათვის უკანასკნელი ძმის გასვლა წუთისოფლიდან - მასში იყო თავმოყრილი უძვირფასესი მშობლების, ძმების ხსოვნა, ყველა მათგანის დანაკლისს ბ-ნ-ი ვიქტორი უვსებდა უწმიდესს - ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა ამას თავისი თავგანწირული ერთგულებით პატრიარქისადმი...მშვიდობა ჰქონდეს მის სულს, ნათელში დაამკვიდროს უფალმა, სადაც მართალნი განისვენებენ.

KARIBCHE KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE KARIBCHE

ავტორის ფოტოკოლაჟი



ბეჭდვა
1კ1