ქართველობის სიყვარულით, რწმენითა და პატიოსნებით
 ქართველობის სიყვარულით, რწმენითა და პატიოსნებით
განუმეორებელი ქართული ცეკვა, მრავალხმიანი სიმღერა, უნიკალური ქართული სამზარეულო, სცენაზე კადრებად გაცოცხლებული საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და დარბაზის უწყვეტი ტაში, ოვაცია და ცრემლი. ეს ყველაფერი 2014 წლის 24 ოქტომბერს საქართველოდან ათასობით კილომეტრზე დაშორებულ უცხო მიწაზე, იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში ხდებოდა.

ამ დღეს, ფლორენციის წმ. ნინოს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, მასთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა "ნანილამ", ქართულ-იტალიურ ასოციაცია "იბერიასთან" ერთად, ქართველ ემიგრანტებსა და ამჯერად უკვე იტალიურ საზოგადოებას ულამაზესი და მრავალფეროვანი საღამო აჩუქა.

საღამოს, იტალიის პატივსაცემ საზოგადოებასა და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოს ელჩი იტალიაში კარლო (კახა) სიხარულიძე და იტალიის სხვადასხვა კუთხეში (მილანი, რომი, ბარი, ნეაპოლი) არსებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიების წინამძღვრებიც დაესწრნენ.

KARIBCHE

"ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება და მადლიერება იმ იტალიელების, იმ კეთილი ადამიანებისადმი, რომლებიც მხარში გვიდგანან ამ უცხო მიწაზე. ვეცადეთ გაგვეცნო მათთვის ჩვენი სამრევლო ტაძრის ფუნქციონირება, მისი დაარსების მიზანი. გაგვეცნო ჩვენი სამშობლო თავისი ისტორიითა და კულტურით; დავაგემოვნებინეთ ქართული სამზარეულო და ქართული ღვინო", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის ფლორენციის წმ. ნინოს სახელობის სამრევლო ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ანდრია ლაცაბიძემ.

საქართველოს კულტურის, ხელოვნებისა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პრეზენტაციამ სახელწოდებით "საქართველო ხვდება იტალიას", დაძმობილებული ქართულ-იტალიური საზოგადოება სასიამოვნოდ გაოცებული და ემოციებით დატვირთული დატოვა.

... მაგრამ ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. მამა ანდრია 2011 წლის იანვარში ქართველი მრევლის მოთხოვნით, საქართველოს საპატრიარქომ ფლორენციაში მიავლინა. მაშინ ჯერ კიდევ მცირერიცხოვან მრევლს დროებით სარგებლობაში გადაეცა ქალაქის ცენტრში არსებული ეკლესიის შენობა, სადაც იმ დროიდან მოყოლებული უკვე წლებია წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინება.

KARIBCHE

მამა ანდრიას გამოჩენა, ერთგვარი სტიმული იყო იქ მცხოვრები ქართველებისათვის. ამ ადამიანმა მაგნიტივით მიიზიდა ეკლესიას, ლოცვასა და ზიარებას მონატრებული ადამიანები. სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის "ნანილა" ჩამოყალიბებაც მამა ანდრიასა და აქტიური მრევლის დიდი დამსახურებაა. ანსამბლი, რომლის წევრებიც ტაძრის მგალობლები და მრევლია, 2013 წლის ნოემბერში აკურთხა და გზა დაულოცა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა მეუფე აბრაამმა (გარმელია). "ნანილამ" უკვე სამი კონცერტი ჩაატარა და უახლოეს მომავალში კიდევ ორი კონცერტის ჩატარებას გეგმავს. უნდა აღინიშნოს, რომ ანსამბლის საქმიანობა მთლიანად საქველმოქმედოა. "სამრევლოს ანსამბლი "ნანილა" კონცერტებს გეგმავს ქალაქებში ემპოლი და რეჯო ემილია. ეს საქველმოქმედო კონცერტები ტარდება დევნილების, შეჭირვებული ადამიანების დასახმარებლად; ვაფინანსებთ ოპერაციებს, ასევე შევძელით ამილახვრების ხუთშვილიანი ოჯახისთვის პატარა სახლი შეგვეძინა. ჩვენი სამომავლო გეგმაც სწორედ ეს არის - სიკეთის კეთება". -  ჩვეული სათნო ღიმილით გვითხრა მამა ანდრიამ.

მოძღვარი საქართველოდან გადახვეწილი ქართველებისათვის საზღვარგარეთ ეკლესიების არსებობის მნიშვნელობაზეც გვესაუბრა - "ჩვენი ტაძარი, ტოსკანას რეგიონში მცხოვრები ქართველებისათვის, ერთადერთი ადგილია სადაც ერთმანეთს ხვდებიან და უზიარებენ სიყვარულსაც, ტკივილსაც და მწუხარებასაც. ეს სამრევლო ტაძრები აქაური ქართველებისთვის არის ერთგვარი ოჯახიც და სულიერების კერაც. ვიკრიბებით ღვთის სადიდებლად და ერთმანეთის სიყვარულისთვის. ტაძარი არ გვაძლევს რწმენისა და სამშობლოს სიყვარულის დაკარგვის საშუალებას. არ გვაძლევს საშუალებას, რომ მოვდუნდეთ."

- საქართველოშიც მოღვაწეობდით, გყავდათ თქვენი მრევლი, თუ ახდენთ შედარებას საქართველოში მცხოვრებ და ქვეყნის გარეთ მცხოვრებ მრევლს შორის, თუ არის განსხვავება პრობლემებსა და მრევლის განწყობაში.

- მცდარი წარმოდგენაა, როდესაც ამბობენ, რომ უცხოეთში წამოსულ ადამიანზე ევროპული თავისუფლება და ცხოვრების წესი მავნე ზეგავლენას ახდენს და ცოდვების პროვოცირებას იწვევს. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი ოჯახების სიყვარულით, ქართველობის სიყვარულით, რწმენითა და პატიოსნებით. მათი უმრავლესობა ძალიან განათლებული ადამიანია და ეს ადამიანები ძალიან სჭირდებიან საქართველოს. ესენი უმრავლესად არიან დედები, რომლებიც ოჯახებისა და შვილების კეთილდღეობის გამო იმყოფებიან აქ. ისინი პატიოსნად შრომობენ. მათ ევროპული სტილით ცხოვრებისათვის ხშირად არც დრო აქვთ და არც საშუალება.

- მამა ანდრია, მრევლი მუდმივად იზრდება, რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
- ჩემთვის, როგორც მოძღვარისათვის სასიხარულოა მრავალრიცხოვანი მრევლი. ეს ერთის მხრივ ღმერთთან დაახლოების სურვილის მომძლავრებაა მაგრამ, თუ დავფიქრდებით, მრევლის გაზრდა საქართველოდან წამოსული ადამიანების ხარჯზეც ხდება. მრევლი კი მართლაც მუდმივად იზრდება, უმჯობესია, საქართველოს ტაძრებში იმრავლოს მრევლმა, ვიდრე საზღვარგარეთ. ჩვენ, საზღვარგარეთ მოღვაწე მამები, ღმერთის შეწევნით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დავეხმაროთ სამშობლოდან მოშორებულ ქართველებს. ზემოთ აღნიშნული ღონისძიებაც, სწორედ ამ საქმეს, ჩვენი სამრევლო ტაძრის გაცნობას და მისი არსებობის მნიშვნელობის შეცნობას ემსახურებოდა, რათა მომავალში უფრო მეტი სიკეთის გაკეთება შევძლოთ.

ნინო მამუკაძე
იტალია, ფლორენცია




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat