2 ოქტომბერს სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება
2 ოქტომბერს სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება
2 ოქტომბერს, გოდერძი ჩოხელის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით მის მშობლიურ სოფელ ჩოხში ღონისძიებები გაიმართება. გოდერძი ჩოხელს ქართველი მწერლები და პოეტები გაიხსენებენ. მოეწყობა მისი ფოტოების გამოფენა, გაიმართება ფოლკლოური ანსამბლების კონცერტი და ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურში განუცხადეს, ღონისძიებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 000 ლარამდე დაიხარჯება.

"ჩოხელის საიუბილეო ღონისძიებები ჩოხში 14:00 საათზე დაწყება. გოდერძი ჩოხელის ცხოვრებას გაიხსენებენ, მისი ცხოვრების შესახებ ისაუბრებენ მწერლები, პოეტები, სიტყვით გამოვლენ ერეკლე საღლიანი, ტარიელ ხარხელაური, ნინო ზედელაშვილი, ამირან არაბული. გაიმართება გოდერძი ჩოხელის ცხოვრების ამსახველი სურათების გამოფენა, კონცერტი, ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. წარმოდგენილი იქნება ტრადიციული კერძები, რომლებსაც სტუმრები დააგემოვნებენ. ეს ყველაფერი ღია ცის ქვეშ გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ თუ უამინდობა იქნება სკოლის შენობაში აღვნიშნავთ ჩოხელის იუბილეს", - აღნიშნა კულტურის სამსახურის უფროსმა ქეთევან წიკლაურმა.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე მიწვეულები იქნებიან პრემიერ მინისტრი, მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები.

ცნობილი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი 2 ოქტომბერს 60 წლის გახდებოდა. გოდერძი ჩოხელი 1954 წელს, დუშეთის რაიონში, გუდამაყარში, სოფელ ჩოხში დაიბადა. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დაბა ფასანაურის საშუალო სკოლაში განაგრძო. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, შემდეგ კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად დაიწყო მუშაობა. იყო კინემატოგრაფისტთა კავშირის და მწერალთა კავშირის წევრი. 1997 წლიდან მისი მოთხრობები ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა.

გოდერძი ჩოხელს გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: "ბინდისფერი სოფელი", "თევზის წერილები", "შემინახე, დედაო მიწავ!" "სულეთის კიდობანი", "არჩევნები სასაფლაოზე". ლექსების კრებული "ბედი მდევარი". მოთხრობების კრებული "შავი არაგვი", რომელიც არაერთ ენაზეა ნათარგმნი. რომანები - "მგელი" და "მღდვლის ცოდვა".

მისი პირველი წიგნი "წერილი ნაძვებს" 1980 წელს გამოიცა და წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემიაც მიენიჭა.

გოდერძი ჩოხელის ფილმებს სხვადასხვა კინოფესტივალზე არაერთი პრიზი აქვს მიღებული. 1982 წელს, ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო გრან–პრი ფილმისთვის "აღდგომა". ასევე, გრან პრი ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" ფილმისთვის "სამოთხის გვრიტები". მონტე–კარლოს კინოფესტივალზე მიღებული აქვს "ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისთვის "ცოდვის შვილები". თბილისის "ოქროს არწივის" ფესტივალზე - პრიზები საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო რეჟისურისათვის და ა.შ

გოდერძი ჩოხელი 2007 წლის 16 ნოემბერს, 53 წლის ასაკში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ის მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერშია დაკრძალული.

წყარო: http://www.icmm.ge/
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat