21 სექტემბერს, საღამოს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე გაიხსნება დიდუბის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი და ყველას შეეძლება მასთან მიახლება
20.09.2014
მეგობრებო, 21 სექტემბერს საღამოს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე გაიხსნება დიდუბის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი და ყველას შეეძლება მასთან მიახლება.
დიდუბის ღვთისმშობელი დღესაც სასწაულებრივად შეეწევა ყველას, ვინც რწმენით მიეახლება.
შეგეწიოთ და მადლი გიმრავლოთ. მრავალს დაესწარით.
დიდუბის ტაძარი მდებარეობს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის გვერდით.