ილია მეორე თურქეთში ქართული ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას და წირვა-ლოცვის აღდგენას ითხოვს
ილია მეორე თურქეთში ქართული ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას და წირვა-ლოცვის აღდგენას ითხოვს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თურქეთში ქართული ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას და ისტორიულად ქართულ ეკლესია-მონასტრებში ქართული წირვა-ლოცვის აღდგენას ითხოვს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მეჰმედ გორმეზის შეხვდა. მეჰმედ გორმეზი საპატრიარქოში წარმომადგენლობითი დელეგაციით იმყოფება. პატრიარქმა გორმეზის ვიზიტს მნიშვნელოვანი და ისტორიული უწოდა.

პატრიარქმა საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ იგი სიყვარულით იხსენებს თურქეთში ვიზიტს და იმედოვნებს, რომ მეჰმედ გორმეზის ვიზიტი გაგრძელება იქნება იმ ძმური და მეგობრული ურთიერთობის, რომელიც მისი ვიზიტის დროს თურქეთში დაიწყო.

"მე არ დამავიწყდება ის ძმური და მეგობრული შეხვედრები, რომელიც ჩვენ გქვონდა თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში. შეიძლება ითქვას, რომ ამის ახალი ეტაპი იქნება ჩვენი ურთიერთობები და ჩვენ ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. უნდა ითქვას, რომ ურთიერთობა ჩვენს შორის ყველას არ მოსწონს. მაგალითად, ის რაც მოხდა ამ დღეებში, რომლის შესახებ ჩვენ სპეციალური განცხადება გავაკეთეთ, ასევე ის რაც მოხდა ჩემი თურქეთში ვიზიტის წინ, როდესაც დაანგრიეს ერთ-ერთი ქართული ეკლესია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გაღიზიანებული ურთიერთობები იყოს ჩვენს შორის. ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ასეთ მოვლენებს ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია ხალხისთვის", - აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესმა საუბრისას ასევე გაიხსენა ის ფაქტი, რომ ის აღზრდილია ისეთ ოჯახში, სადაც მუსულმანებს პატივს სცემდნენ. პატრიარქის განცხადებით, მის მშობლებს ჩრდილოეთ კავკასიაში მრავალი მუსლიმანი მეგობარი ჰყავდათ და როდესაც ისინი მათთან სტუმრად ჩამოდიოდნენ, მისი მშობლები მუსულმან სტუმრებს ყველაზე დიდ ოთახს უთმობდნენ. იქ ხალიჩას ფენდნენ, რათა მუსულმან მეგობრებს შესძლებოდათ ლოცვა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ თავად მისი ოჯახის წევრები მეორე ოთახში ხატებთან ლოცულობდნენ, შემდეგ კი ერთად სუფრასთან სხდებოდნენ და სადილს მიირთმევდნენ.

პატრიარქმა ასევე გაიხსენა ის ფაქტი, რომ საბჭოთა პერიოდის დროს, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მუსულმანები ჩრდილოეთ კავკასიიდან შუა აზიაში გაესახლებინათ, პატრიარქის მამამ შესთავაზა თავის მუსულმან მეგობრებს, რომ მათ შვილებს იშვილებდა, რათა შუა აზიაში არ გადაესახლებინათ. უწმინდესის თქმით, მოგვიანებით ინგუშეთის პრეზიდენტის, რუსლან აუშევის მეშვეობით მან მოძებნა მისი ოჯახის მუსულმანი მეგობრების შთამომავლები და დღემდე აქვთ ურთიერთობა. პატრიარქმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბოლო წლებში საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთი აშენდა, თურქეთში კი ქართული სალოცავები არ არის.
"საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთია და სამწუხაროა, რომ არც ერთი ქართული სალოცავი თურქეთში არ არის. ამის გამოსწორება საჭიროა. ისეთი ისტორიული ქართული ძეგლები როგორიც არის არდაშენი, ოშკი, ხახული, იშხანი, ხანძთა, ოთხთა – ეს არის ცნობილი დიდი სამონასტრო ქართული კერები. იქ დღეს ქართველები ჩადიან, იქნებ იყოს საშუალება იქ იმოღვაწონ ქართველმა ბერებმა და აღდგეს ქართულად მსახურება. მრავალი ქართველი ტურისტი ჩადის თურქეთში, ისინი ითხოვენ ლოცვას ქართულ ენაზე. ამასთან უნდა ითქვას, რომ ქართულ ეკლესიას თურქეთში არ გააჩნია იურიდიული სტატუსი", - აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, თურქეთში ყველა ქრისტიანულ ეკლესიას, კერძოდ, ბერძნულს, სომხურს, რუსულს აქვს იურიდიული სტატუსი, ქართულს კი - არა. პატრიარქმა ასევე ისაუბრა იმის შესახებაც რომ შესაძლებელია რელიგიის საკითხებზე სხვა კუთხითაც ურთიერთობის განმტკიცება და თანამშრომლობა.

პატრიარქის ინფორმაციით, რიზეს უნივერსიტეტი საპატრიარქოს უნივერსიტეტთან დაძმობილებულია, შესაძლებელია ასევე თბილისის სასულიერო სემინარიის და აკადემიის და თურქეთში, რომელიმე სასულიერო სასწავლებელთან ურთიერთობის ჩამოყალიბება.
პატრიარქმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მისი ბოლო ვიზიტის დროს თურქეთში ისაუბრეს ორმხრივი ქართულ-თურქული კომისიის შექმნის შესახებ, რომელშიც ოთხი წევრი საქართველოს მხრიდან შევა, ოთხი - თურქეთის მხრიდან. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ეს კომისია უკვე შექმნილია საქართველოში და როგორც მისთვის არის ცნობილი, თურქეთშიც ჩამოყალიბდა.

პატრიარქმა შეხვედრაზე კიდევ ერთი საკითხი დააყენა. კერძოდ, არის შემთხვევები როდესაც ისტორიულად ქართულ ტაძრებს ითვისებენ სხვა ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლები. პატრიარქმა შეხვედრაზე ითხოვა ისტორტიულად ქართულ ეკლესია-მონასტრებთან ქართულად და თურქულად იყოს გაკეთებული წარწერები, რომ ისინი ქართული წარმოშობისაა.

უწმინდესი საუბრისას ასევე შეეხო თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ ქართულ ტაძრებში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს და აღნიშნა, რომ საჭიროა ორივე მხრიდან ამ ტაძრების რესტავრაციისადმი ყურადღება, რადგან ეს უფრო მეტ შედეგს გამოიღებს. პატრიარქმა ასეევ ხაზი გაუსვა არქეოლოგიური გათხრების ჩატარებას ამ ტაძრებში, რომელიც ბევრ საკითხს გადაწყვეტს.

"საერთოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ შორის ნამდვილად ძმური და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი აღმატებულების, რომ ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციით ჩამობრძანდით ჩვენთან და ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტს ექნება შედეგები", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
ბეჭდვაელფოსტა
13.09. 2014
ta-ta
Chveni tkbili da wkviani patriarqi. gmertma didxans gvicocxlos da ausrulos yvela chaanfiqri sasiketot chveni qveynistvis
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat