29.07.2014
რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, ბერებს დილით გაძარცვული დახვდათ. მოპარულია წმინდა ნიკოლოზის ხატისთვის შეწირული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.
მონასტრის მცხოვრებთა განცხადებით, ტაძარი ღამით არ იკეტება, თუმცა, ხატის საცავი დაკეტილია.
"ხშირად, მრევლი გვიან ღამითაც ამოდის, ამიტომ, ტაძარს არ ვკეტავთ, მაგრამ დაკეტილია წმინდა ნიკოლოზის ხატის საცავი, სადაც შემოწირული სამკაულები იყო მოთავსებული. საკეტი გატეხილი არ ყოფილა, როგორც ჩანს, მძარცველებმა, რაღაც ბასრი საგანი გამოიყენეს და ასე გასწიეს საცავის ჩარჩო გვერდზე. არ ვიცით, რა ღირებულების სამკაულებია წაღებული, ეს იყო მრევლის მიერ შემოწირული ძვირფასი ლითონების ნაკეთობები", - აღნიშნა მამა ნაომიმ.
ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს სამართალდამცავებისთვის ჯერ არ მიუმართავთ.