როგორც მუზეუმში აცხადებენ, ხატის უნიკალურობას მასზე დატანილი წარწერა განაპირობებს, სადაც ნათქვამია, რომ ხატი უძლეველ მეფე გიორგის ეძღვნება.
გიორგი ბრწყინვალის სახელი კი ოქრომჭედლობის ერთადერთ ნიმუშშია ნახსენები და ეს ნიმუში აღმოჩენილი ხატია. წმინდა გიორგის ხატი ვერცხლითაა შესრულებული და ოქროთია დაფერილი, მასზე დატანილი ძვირფასი ქვებიდან დღეს მხოლოდ რამდენიმეა შემორჩენილი.

"ეს არის ისტორიული სალოცავი, ისტორიული ტაძარი და ხატიც ისტორიული იყო. ეს ხატი 1923 წელს განადგურდა და არ ვიცოდით, რომ ქუთაისის მუზეუმში ინახებოდა. კარგი იქნება თუ ეს ხატი აღდგენილი სალოცავს დაუბრუნდება," - ამბობს ხონის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრის მღვდელმსახური.
წყარო:
http://topnews.com.ge/
http://news.ge/ge