გარდა ამისა, სპეციალურად გაკეთებულ სანაწილეში მოთავსებულია წმინდა ნაწილი ევდოკიმე ვათოპედელისა, რომელიც გერონდა ეფრემმა შემოგვწირა, ღრუბული, რომელსაც ძმარში ასველებდნენ და ჯვარცმულ მაცხოვარს მიაწვდიდნენ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყლის ძაფი, იოანე ნათლისმცემლის მარჯვენა ხელის ნაწილი, რომელიც ქრისტეს თავს შეეხო, წმინდა გიორგის მუხლის და თითის ნაწილი (მეუფე დიმიტრიმ გვაჩუქა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით), წმინდა დიდმოწამე მარინეს მარჯვენა ხელის ნაწილი, ქეთევან დედოფლის ნეკნის და მარჯვენა ხელის ნაწილი, ნექტარიოს პენტაპოლელის წმინდა ნაწილი, კვირიკესა და ივლიტას წმინდა ნაწილი, წმინდა მინას უხრწნელი სისხლი, იმ ლოდის ნაწილი, რომელიც მაცხოვრის საფლავიდან აღდგომის ღამეს ანგელოზებმა გადააგორეს, ზაქეს ლეღვის ხის ნაწილი, დიმიტრი თესალონიკელის მირონი, სერაფიმ საროველის ხელთათმანი, სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩის ნაწილი, წმინდა ანდრიანეს და ნატალიას წმინდა ნაწილები, მამა პაისი ათონელის მაისური და საფლავის მიწა, ათი ნიტრიელი მამის ნაწილები, იოანე ოქროპირის და გრიგოლ ღვთისმეტყველის წმინდა ნაწილები და კიდევ მრავალი სხვა სიწმინდე.


