
ღირსისა თეოფილაქტე აღმსარებელისა, ნიკომიდიელი მთავარეპისკოპოსისა (845);
მოციქულისა ერმესი, 70-თაგანისა (I); ღირსისა დომენტისა (363);
წმ. ფელიქს ბურგუნდიელი (+ 648);
პავლე აღმსარებელისა, პრუსიადელი ეპისკოპოსისა (IX) (ბერძნული კალენდრით); მოწამისა დიონოსისი (დიონისა); მღვდელმოწამისა კირილესი; მოწამეთა ფელიკიტესი, ერენიასი, როგატოსისა, ფელიქსისა, მეორე როგატოსისა, ბეატოსისა, ურბანოსისა, სილვანოსისა და მამილოსისა, აფრიკაში წამებულთა;
ღირსი ლაზარე და ათანასე მურმანსკელები (XV);
მღვდელმოწამე თეოდორიტე ანტიოქიელი ხუცესი (+361-363 წლები); ხსენება მღვდელმოწამისა იოანე ზნამენსკისა (1923) და მოწამისა ვლადიმერ უშკოვისა (1942).
დღის ლოცვა
ღირსი თეოფილაქტე აღმსარებელის კონდაკი:
მნათობად ბრწყინვალედ გამოუჩნდი კიდეთა სოფლისათა, წმიდაო თეოფილაქტე, და თანა არსად მამისა და სულისა წმიდისა სიტყუა ჰქადაგე, და საღმრთოთა ცხოვართა კრებული განამტკიცენ, და სათნოდ სამებისა განსცხადენ, რომლისა წინა სდგა, ითხოვე ჩუენთვის დიდი წყალობაი.