
ტარასისა, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსისა (806); მოწამისა ალექსანდრესი, რომელი იწამა დლიზიპარს თრაკიისასა (305); მოწამისა აბდალმესია ჰურიისა;
მღვდელმოწამისა რიგინისა, სკოპელოსის ეპისკოპოსისა (დაახლ. 362); მოწამისა ანტონისა; ნეტარისა თეოდორე სალოსისა;
წმინდა პაფნუტი (IV); მღვდელმოწამე რიგინი სკოპელოსელი ეპისკოპოსი (+362); მღვდელმოწამე მარკელე, აპამეელი ეპისკოპოსი (IV); წმინდა
მღვდელმოწამე ალექსანდრე ვინოგრადოვი (+1938).
დღის ლოცვა
ტარასის, კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსის კონდაკი:
მართლმადიდებლობისა მოძღურებითა ეკლესია განაბრწყინვე და ქრისტეს პატიოსნისა ხატისა გამოწერა გამოაჩინე, სანატრელო, და თაყვანისცემაი მისი ყოველთა უქადაგე, და განაქიქენ უღმრთონი ხატთა მბრძოლნი მწვალებელნი; ამისთვის გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, ჰოი, მამაო ბრძენო ტარასი.