

ღირსი შიო დიდისა, მღვიმელისა, სასწაულმოქმედისა, შიოობა.
ღირსისა მღვდელმონაზონისა ილარიონ ქართველისა, ახლისა (ყანჩაველი, 1864);
ღირსისა ავქსენტი განდეგილისა, სასწაულმოქმედისა (470-472);
ღირსისა მარონისა, სირიელი მეუდაბნოისა (V);
აბრაამისა, კარიელი ეპისკოპოსისა (V);
მოციქულთა სწორისა კირილესი, სლოვენთა მოძღვრისა (869); მღვდელმოწამისა ფილიმონისა, ღაზელი ეპისკოპოსისა (X);
მოწამისა გიორგი მიტილენელისა, კონსტანტინოპოლს ვნებულისა (1693); ღირსისა ავქსენტისი, კატირლიოსის მთაზე მოღვაწისა (1757);
ახალმოწამისა ნიკოლოზისა კორინთიის იხთისელისა (1554);
ღირსმოწამისა დამიანესი (1568); მღვდელმოწამისა ნიკოლოზ ტრაპეზუნდელისა (1920);
წმინდა ისააკ დაყუდებული, მღვიმელი (+1090);
ხსენება 12-თა ბერძენთა, კიევ-მღვიმევის ლავრის მიძინების საკათედრო ტაძრის მაშენებელთა (XI-XII);
წმინდა რაფაელი, ბრუკლინის ეპისკოპოსი (+1915);
წმინდა მოწამე დამიანე ახალი, ფილოთეველი, ლარისელი (+1568); წმინდა კეთილმსახური თავადი მიხეილ ჩერნიგოველი (+1246); მღვდელმოწამე ონისიმე (პილიაევი), ტულის ეპისკოპოსი (1937) მღვდელმოწამე ტრიფონ რადონეჟელი, დიაკვანი (1938).
დღის ლოცვა
ღირსი შიო მღვიმელისა
ტროპარი: სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან, სათნოებითა წარმართე ყოველი ცხოვრება შენი, ღმერთ შემოსილო, და სასწაულთა, ღმრთისა მიერ მოცემულთა, ივღწიდ ქართველთა ერსა, ვინაცა მხედველნი შენ შორის მადლთა სულიერთა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო, და აწ ძვალნი შენნი შიშველნი, მღვიმით ქვეშე ქვეყანით, ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმაღლედ, მეოხად მორწმუნეთა და კურნებად სულთა ჩვენთა.