
მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა (98-117);
ღირსისა არსენი დიდისა (დაახლ. 449-450);
ღირსისა არსენისა შრომისმოყვარესი, პეჩორელისა (XIV); ღირსისა პიმენ მმარხველისა, პეჩორელისა, შორეულ მღვიმეებში მოღვაწისა (XII); მოწამისა ნიკიფორესი (ზაიცევი, +1942); მილი ტკბილმგალობლისა; მოწამისა ნიკომისა; უცნობ მეომარ მოწამეთა კოჰორტისა, მახვილით განგმირულთა; ღირსი არსენისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ბარნაკოვსკის მონასტრის დამფუძნებლისა.
დღის ლოცვა
მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა
ტროპარი: ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარსა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი, ღმრთისმეტყუელო იოანე, მეოხგუეყავნ ჩუენ.
ტროპარი: მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო საყუარელო, მსწრაფლ გუეწიე და გვიხსნენ შეცოდებული ერი, რამეთუ გაქუს შენ კადნიერებაი მისსა მიმართ, რომლისა მკერდსა მიეყრდენ, რომელსაცა ევედრე, ღმრთისმეტყუელო, რაითა ნისლი ცოდვათა ჩუენთა განაქარვოს და მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.
კონდაკი: დიდებულებანი შენნი, ქალწულო, ვინმე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოადინებ საკვირველებათა და აღმოაცენებ კურნებათა, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათვის, ვითარცა ღმრთისმეტყუელი და მეგობარი ქრისტესი.