
წმიდა გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 1360); კრება ყოველთა ღირსთა მამათა, კიევის ქვაბთა შინა დავანებულთა (გარდამავალია, აღესრულება დიდმარხვის მე-2 კვირას);
კირილე იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსისა (386);
მოწამეთა: ტროფიმესი და ევკარპისი და მათთანათა (დაახლ. 300);
ღირსისა ანინე მონაზონისა;
წმინდა დიდმოწამე ედუარდი, ინგლისის მეფე (+979); ღირსი კირილე ასტრახანელი (+ დაახლოებით 1576); ახალმოწამეები, წმინდა მღვდელმოწამე დიმიტრი როზანოვი, მღვდელი; ღირსმოწამე ნატალია (ბაკლანოვა) მორჩილი (1938).
დღის ლოცვა
კირილე იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსის კონდაკი:
ღმრთივსულიერითა ენითა შენითა, ბრძენო, განანათლენ ერნი შენნი და ერთი პატივი სამებისა, ბუნებით განუყოფელისა, ხოლო პირებით განყოფილისა, ასწავე; ამისთვის მოხარულნი ყოვლადწმიდასა სახსენებელსა შენსა ვდღესასწაულობთ და ყოველნი ღმრთისა მიმართ შენ მიგავლენთ მეოხად.