
ამბროსი აღმსარებელისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (ხელაია, 1927); ღირსთა: პიმენ სალოსისა, ლეკთა განმანათლებელისა, და ანტონი მესხისა, მეფეთა მამხილებელისა (XIII); მოწამისა საბინესი (287);
მოწამისა პაპასი (305-311);
მოციქულისა არისტობულესი, ბრიტანელი ეპისკოპოსისა (I);
მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, რომის პაპისა (119);
მოწამისა იულიანე ანაზავრელისა (305-311);
მღვდელმოწამეთა: ტროფიმესი და თალასისა, ლაოდიკიელ ხუცესთა (დაახლ. 300);
წმინდა ქრისტოდულო პატმოსელი (+1093);
წმინდა მოწამე მალაქია (+1500) ; წმინდა სერაპიონ ნოვგოროდელი მთავარეპისკოპოსი (†1516 წ.); ღირსი იოანე რუთინიანის მონასტრიდა; წმინდა მოწამე რომან პარიონელი, მახვილით მოკლული (ხსენება ბიზანტიურ სვინაქსარში); წმინდა ათნი მოწამენი, ფინიკიელნი. მახვილით მოწყვეტილნი (ხსენება ბიზანტიურ სვინაქსარში).
დღის ლოცვა
ამბროსი აღმსარებელის (ხელაია) ტროპარი:
მოუდრეკელითა კუერთხითა სასოებისათა ქუეყანად აღთქუმისად წარუძეღუ ახალსა ისრაილსა და ვითარცა მოსე კლდისაგან მყარისა, წყურიელთა წყალი ღმრთისმეცნიერებისა გარდამოუდინე, რომელსა შინა დაანთქ ეტლები უხილავისა ფარაოისნი, წმიდაო აღმსარებელო ამბროსი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.