
მოწამეთა: თვირსოსი, ლევკიოსისა და კალინიკესი (III);
მოწამეთა: ფილიმონისა, აპოლონისა, არიანესი და თეოტიქესი (286-287);
წმინდა მოწამე კასტული (IV); ხსენება მიწისძვრისა, რომელიც მოხდა კონსტანტინოპოლში 557 წლის 14 დეკემბერს, რომლისაგანაც მაცხოვარმა თავისი კაცთმოყვარეობით დაიხსნა ქრისტიანები;
წმინდა ფოლკვინი, ტერუანის ეპისკოპოსი (+855);
ღირსი ხიბალდ ლინკოლნშირელი (VII);
წმინდა ფორტუნატ ვენანციუსი, პუატეს ეპისკოპოსი (+600); ღირსი აგნელ გაუდიოზელი, ნეოპოლატინელი განდეგილი, იღუმენი (+596);
წმინდა იოანე სეზენოვოელი (+1839);
ღირსი ლევკიოს ვოლოკალამელი (XV);
წმინდა ილარიონი, სუზდალის მიტროპოლიტი (+1708); მღვდელმოწამე ნიკოლოზი (კოვალევი), მღვდელი (+1937); წმინდა ბასიანე (პიატნიცკი) აღმსარებელი, ტამბოვის არქიეპისკოპოსი (+1940/1941).
დღის ლოცვა
მოწამეთა თვირსოსი, ლევკიოსისა და კალინიკეს კონდაკი:
ღრთივმსახურებისა სარწმუნოებისა მბრძოლთა ბოროტმადიდებელსა მას მძლავრსა შენერწყვეს და ამხილეს მსგავსად მხეცთა სისხლის მღვრელობანი იგი მისნი, და სძლიეს მისსა მტერობისა გულისწყრომასა შეწევნითა ქრისტესითა განმტკიცებულთა, თვირსო და ლევკიოსი თანავნებითურთ თქუენით, იოხენით ჩუენთვის ქრისტეს მიმართ.