
ყოველთა ღირსთა მამათა და დედათა, ღვაწლით გაბრწყინვებულთა (გარდამავალია, მოიხსენიება ყველიერის შაბათს);
ღირსისა ლეონისა, კატანელი ეპისკოპოსისა, სასწაულმოქმედისა 785);
მღვდელმოწამისა სადოკისა, სპარსელი ეპისკოპოსისა, და მისთანა 128-თა მოწამეთა (330);
ღირსისა აღათონ რომის პაპისა (682); ღირსისა ბესარიონ ეგვიპტელისა, სასწაულმოქმედისა (IV-V); ღირსისა პლოტინესი; ღირსისა კინდეოსისა, პისიდიის ეპისკოპოსისა; ღირსისა დედისა მილდრედისა ბრიტანეთიდან (700);
წმინდა 34 ბალაამელი ღირსმოწამე (+1578);
ღირსი აღათონ მღვიმელი (XIV);
წმინდა კორნილიოსი და მოწაფე მისი ბასიანე (+1570);
წმინდა მღვდელმთავარი ელეფთერი, ტურნეს ეპისკოპოსი (VI);
წმინდა ევჰერიუსი, ორლეანის ეპისკოპოსი (+738).
დღის ლოცვა
ღირსი ლეონის, კატანელი ეპისკოპოსის, კონდაკი:
ვითარცა რა მნათობი დიდი აქუ შენ ეკლესიასა, ყოვლადნეტარო ლეონი, და უფროის მზისა განაბრწყინვებ მას, რომელიცა უკუე დაიცევ, ღირსო, უძლეველად და შეურყეველად, და შეუგინებელადცა მწვალებელთაგან, ვითარცა მარადის მოხსენებულმან.