
ღირსი შიო დიდისა, მღვიმელისა, სასწაულმოქმედისა, შიოობა.
ნიკოლოზისა, ყოვლისა საქართველოის კათალიკოს-პატრიარქისა (1591);
ლეონ რომის პაპისა (460/461);
აღაპიტო აღმსარებელისა, სვინაელი ეპისკოპოსისა, სასწაულმოქმედისა (IV); ღირსისა პავლე კორინთელისა, ქრისტესთვის სალოსად სახელდებულისა (VIII);
მოწამეთა ლეონისა და პარიგორისა, ლიკიის პატარში მოღვაწეთა; მოწამისა პიულისა;
წმინდა ფლაბიანე აღმსარებელი, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი (V);
ღირსი კოზმა იახრომელი (+1492); ღირსი ვლადიმერი (ტერენტევი) აღმსარებელი, იღუმენი (1933); ახალმოწამე ანა ჩეტვერნიკოვა (1940); წმინდა მოწამეები, მახვილით მოწყვეტილნი: ვიქტორინა, დოროთეა, თეოდულა და აღრიპა;
დღის ლოცვა
ლეონის - რომის პაპის კონდაკი:
საყდარსა ზედა, დიდებულო, მღვდელობისასა რა დასჯედ, ლომთა სიტყვიერთა პირნი დაუყვენ რწმენითა მიერ ღმრთივმობერილითა სამსახურებელთა სამებისათა და განაბრწყინვე სამწყსო შენი ღმრთისმეცნიერებითა; ამისთვის ადიდე საღმრთო მესაიდუმლე ღმრთისა მადლისა.
ღირსი შიო მღვიმელის ტროპარი:
სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან, სათნოებითა წარმართე ყოველი ცხოვრება შენი, ღმერთ შემოსილო, და სასწაულთა, ღმრთისა მიერ მოცემულთა, ივღწიდ ქართველთა ერსა, ვინაცა მხედველნი შენ შორის მადლთა სულიერთა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო, და აწ ძვალნი შენნი შიშველნი, მღვიმით ქვეშე ქვეყანით, ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმაღლედ, მეოხად მორწმუნეთა და კურნებად სულთა ჩვენთა.